გვერდები

пятница, 30 декабря 2022 г.

კომპლექსური დავალება მე-9 კლასში

 

                    კომპლექსური დავალების ანალიზი

                              მე-9 კლასი

  დავალების პირობა:   აკაკი წერეთელი,,განთიადი’’ (წარმოსახვითი ინტერვიუს დაწერა)

 -სათანადო ენობრივ-სტილური საშუალებების გამოყენებით. 

სამიზნე ცნებები :

ჟანრი–ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები

კომპოზიცია– იდეა, ლირიკული(ისტორიული) გმირი, ხედვის კუთხე.

კონტექსტი–ეპოქა, მისი მახასიათებლები

სტრატეგიები–მეტაკოგნიტურიკომპოზიცია - თემა, იდეა, პერსონაჟი, მინიშნებები.
სტრატეგიები - მეტაკოგნიტური

დავალების შესრულებისას გაითვალისწინეს:

ü  გაითვალისწინეს ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები;

ü  წარმოაჩინეს ეპოქის კონტექსტი, პერსონაჟის როლი და დამსახურება;

ü  გამოკვეთეს დიმიტრი ყიფიანის დამოკიდებულება მონატრებული სამშობლოსადმი, მისი ფიქრები, განცდები, ფასეულობები;

ü  ასახეს  ავტორის მთავარი სათქმელი.

 

                                       შეფასების     კრიტერიუმები

1) პრესტრუკტურული დონე:დავალება არაადეკვატურად არის გაგებული,მოსწავლე იყენებს არაადეკვატურ ლექსიკას,ნაშრომი სტრუქტურულად არაორგანიზებულია,არ არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.

2) უნისტრუქტურული დონე:მოსწავლე იყენებს მწირ ლექსიკას.ნაშრომს არა აქვს სტრუქტურული მახასიათებლები,არ არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.ავლენს ცოდნას ერთ კომპონენტთან დაკავშირებით.სალიტერატურო ენის ნორმები დიდწილად დარღვეულია.

3) მულტისტრუქტურული დონე: მოსწავლე ავლენს ცოდნას რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით

4)  მიმართებითი დონე:მოსწავლე ხედავს მიმართებებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტს შორის,გაგებული აქვს საგნის არსობრივი ასპექტები.

5) გაფართოებული აბსტრაქტული დონე:მოსწავლე სიღრმისეულად წვდება დავალების არსს,ლექსიკა მდიდარია,ნაშრომი სტრუქტურულად გამართულია.შეუძლია თემასა და იდეასთან დაკავშირებული პარალელების გავლება,დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები.

          კომპლექსური დავალების ანალიზმა აჩვენა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მიმართებით დონეზეა,იცნობს ჟანრის სპეციფიკას,იყენებს სტრუქტურულ მახასიათებლებს,წარმართავს თხრობას დიალოგისა და მონოლოგის გამოყენებით,ცდილობს დაიცვას სალიტერატურო ენის ნორმები.

          მეტია სამუშაო ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაზე,მართლწერის საკითხებზე,აქტიურის წინარე ცოდნასთან დაკავშირებაზე.

             

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი       მაია გელაშვილი

 

კომპლექსური დავალება -ახალი წლის მისალოცი ბარათები

კომპლექსური დავალება-მისალოცი 


სსიპ ქალაქ თბილისის 29-ე საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი - მაია გელაშვილი

 

                             კომპლექსური დავალების ანალიზი

2022-2023 სასწავლო წელს 1 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება:

დავალების პირობა: ნაცნობი ასო-ბგერების,ლექსიკისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით შეიქმნას მისალოცი ბარათები ,რომელზეც გამოსახული იქნება ჯადოსნური ნაძვის ხე.ნაძვის ხის  სათამაშებიც ქართული ანბანის ასო-ბგერები იქნება(ასოები შეიძლება გაჩნდეს ფიფქებში ,ნათურებში). ნაძვის ხის ქვეშ ერთი თხრობითი ან ძახილის წინადადებით იწერება საშობაო მილოცვა.

რესურსები:საშუალო ზომის ფორმატი,ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები,ფერადი ფურცლები,წებო,მაკრატელი.

მიზნები:დავალება საახალწლო განწყობის შექმნასთან ერთად ემსახურება წინარე ცოდნის გააქტიურებას-ნაცნობი ასო-ბგერების,ლექსიკის,სინტაქსური კონსტრუქციების ,სასვენი ნიშნების გამოყენებას, ემოციების გამოხატვას,დაკვირვებისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას.

კავშირი ესგ-ს სტანდარტის შედეგთან: ქართ.დაწყ( I) 1,2,3,4,10,11

შედეგები:მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო ასოების გრაფიკულად გამოსახვა,მათი ამოცნობა ნაძვის ხეზე,მარტივი სიტყვებით წინადადების აგება,სათქმელისა და ემოციის გამოხატვა შესაბამისი სასვენი ნიშნების გამოყენებით.

გამოწვევა:ვინაიდან პატარები ბადეში წერას არიან დაჩვეულნი,ზოგიერთს წინადადების წერისას გაუჭირდა ასოთა სწორ რეგისტრში გამოსახვა.

 

 

https://www.facebook.com/100000784745380/videos/1235188214014690/