საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის მაშტაბით დაიგეგმა ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია. "ნაბიჯი თანადგომისკენ"
აღნიშნული კამპანიის ფარგლრგლებში ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს ესეების კონკურსი "ნაბიჯი თანადგომისკენ"
ნაბიჯი თანადგომისკენ
არა ძალადობას! ისმის ყველგან : პარლამენტში, ქუჩაში,ტელევიზიასა და სკოლაში
. ვეთანხმები ამ მოსაზრებას ,მაგრამ მიმაჩნია, რომ მარტო სიტყვიერი პროტესტით არაფერი
არ გამოვა.
„სიტყვა საქმის გარეშე მკვდარია“- გვასწავლიდა იესო, ამიტომ იქნებ
ქმედებით გამოგვევლინა ჩვენი დამოკიდებულება . დღეს უამრავი ადამიანი განიცდის დისკრიმინაციას, ამაში
დამნაშავე ,რა თქმა უნდა, არის მოძალადე და
მასთნ ერთად მთელი საზოგადოება, რადგან ყველაფერზე თვალს ხუჭავს. წმინდა ნიკოლოზ სერბი ქადაგებდა:“
არ არსებობს დესპოტი მშიშარა ხალხის გარეშე“ .
ღამეა, პატარა ნიკო საწოლის ბოლოს,
კუთხეში. მიკუნჭულა და საკუთარი გულიცემა ესმის,ცდილობს
ცრემლები ჩაყლაპოს, რომ მთვრალი მამის ყურადღება არ მიიპყროს,რომელიც ახლა დედას
გამეტებით ურტყამს . ეშიანია, რომ მამა მასაც გაუსწორდება. ნიკო ლოცულობს,ნეტა ახლა ვინმე შემოვიდეს და გააჩეროს მამა ან
უკვე დიდიდიყოს,რომ ის მკლვი მოუგრიხოს,რომლითაც დედას ურტყამს.
მეზობლები,ნათესავები, ახლობლები
ამ დროს მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას, ჭამენ , სვამენ, სძინავთ.
მეორე დღეს არ იმჩნევენ
დედა- შვილის ჩალურჯებულ თვალებსა და იარებს.ვითომც აქ არაფერია. არ იწუხებენ თავს, სანამ პირადად
მათ არ შეეხებიან.
„ხშირად
შიში
სიკვდილის
მიზეზიცაა.
ადამიანი
კლავს
სხვას,
რათა
შეიქმნას
თავისთვის
ისეთი
გარემო,
სადაც მისი
აზრით,
ნაკლებად
იქნება
შიში, სინამდვილეში
კი
იგი
სწორედ
სიკვდილის
შიშის
გამო
თესავს
სიკვდილს
ისევე,
როგორც
ბატონის
ძალადობას
ძალაუფლებისადმი
მისი
მონური
დამოკიდებულება
განაპირობებს.“ ეს სიტყვები ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს
ქადაგებიდანაა. მას მრავალი ადამიანი უსმენს
, მაგრამ სანამ არ გავითავისებთ რა მოყჰვება ჩვენს გულგრილობას,მანამდე იქნება ჩვენს ყოფიერებაში მარიტა (გიორგი ლეონიძე „მარიტა“),
სოფიო (მიხეილ ჯავახიშვილის“ეშმაკის ქვა“), მარგო (მ. .ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“) ბეჟანი და მისი ძმა (ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“) . არ შემიძლია
არ გავიხსენო დედოფალი შუშანიკი, დღეს, XXI საუკუნეში, რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს ,მომრავლდნენ ვარსენის მსგავსი ადამიანები,თუ პიტიახშს ასტამი დასჭირდა დედოფლის საცემად
ახლა დანასა და იარაღს იყენებენ.
ჩემი მსჯელობიდან
გამომდინარე,მიმაჩნია,რომ უნდა დაიგმოს ყველანაირი ძალადობა, უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე და თავისი
წილი პასუხი უნდა აგოს ყველა მოქალაქემ, რადგან ეს მთელი საზოგადოების
პრობლემაა! გვახსოვდეს:“ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული!“(წმ.ნიკოლოზი)
“ნაბიჯი თანადგომისკენ“
(ესე)
ვემხრობი აზრს,იმ საკითხთან დაკავშირებით,რომ დღეს თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებისთვის.ბოლო დროის განმავლობაში საგრძნობლად იმატა სხვადასხვა ტიპის ძალადობის ფაქტებმა.ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა კი ოჯახური ძალადობაა,რომლის განხილვასაც შევეცდები.
ყველა სახის ძალადობის მსხვერპლს სჭირდება დახმარება და თანადგომა.ოჯახური ძალადობა არის საკითხი რომელიც ხალხის,(თუნდაც მსხვერპლის) აზრით არ უნდა გახდეს სხვების განხილვის თემა.არ უნდა გახმაურდეს და ოჯახში წარმოქმნილი „გაუგებრობა“ (რეალურად ძალადობა),ოჯახშივე უნდა „მოგვარდეს“.ასეთი მოსაზრებების შედეგია სწორედ ის რაც ჩვენს გარშემო ხდება.შსს-ს სტატისტიკით 2007-2014
წლების განმვალობაში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
რა არის მიზეზი ამ მაჩვენებლის,იქნებ თვითონ ქალები,რომლებსაც არ სურთ „ოჯახური იდილია“ დაარღვიონ და ითმენენ ყველა დამცირებასა და შეურაწყოფას,მიზეზს კი საკუთარ თავში ეძებენ:“რაღაც არასწორად გავაკეთე”, “ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთქვა” და ა.შ; მალავენ ძალადობის ფაქტებს და საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობენ რომ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. შემდეგ კი თვითონ ცდილობენ ამ შემზარავი სიტუაციის “გამოსწორებას”.
2014 წლის 29 ოქტომბერს ტელევიზია რუსთავი2- ის გადმოცემით სოფელ დედოფლისწყაროში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. 31 წლის ორსულ ცოლს ქმარმა სასტიკად სცემა. მომხდარს მათი 13 წლის შვილი შეესწრო.ეს ამბავი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა რომ სიტუაცია არ იცვლება.გახმაურებულთან ერთად,რამდენი გაუხმაურებელი მსგავსი,შეიძლება უარესი ძალადობა იფარება და იმალება „ოჯახებში“.
დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა როგორც `კერძო”, `შინაური” საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ძალადობა სოციალურ პრობლემად ეღიარებინა.მიუხედავად იმისა,რომ ახლა ზემოთ ხსენებული კანონის ძალით ისჯება,მხოლოდ ეს არ კმარა.საზოგადოების ყოველმა წევრმა უნდა გამოიჩინოს ყურადღება და თანადგომა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ და არა უყურონ მეზობელი მამაკაცი როგორ სცემს თავის ცოლს როგორც „სეირს“,შემდეგ კი თავისთვის განიხილონ ეს თემა იმავე „სამეზობლოში“.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია უპირველესყოვლისა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს.არა ზიზღითა და დაცინვით,არამედ პრობლემის გადაჭრის,კეთილგონიერი
თვალით.
ესე
ძალადობა ეს არაადეკვატური და შეურაწმყფელი მოქმედებაა, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ
ის პირი, რომელიც
მორალურად არაფერს წარმოადგენს, ის შეიძლება არც კი ათვითცნობიერებდეს თავის
საქციელს, მიუხედავად ამისა ის მაინც
ცდილობს უხეში ძალით
დაამტკიცოს თავისი „სიმართლე“; არადა ის მის მხარეზე
არც ოდესმე ყოფილა.
თვით სიტყვა ძალადობა
რთულად გასაგები და აღსაქმელი ტერმინია, რომელიც საკმად მრავალმხრივი
მნიშვნელობა გააჩნია. ის შეიძლება ხორციელდებოს
ყველასა და ყველაფრის
მიმართ, მაგრამ ძალადობს
მხოლოდ არარაობა, რომელმაც
ნახა ის რისი მომრევიც აღმოჩნდა და დაგაწყვიტა დაერწმუნებინა საკუთრი თავი იმაში,
რომ არც ისეთი
უსუსური ყოფილა. სამწუხაროდ
მოძალადე არც იმას ათვითცნობიერებს რომ ამ უღირსი საქციელით
თავს იმცირებს, არამედ
პირიქით ეს თავისი
სიდიადის ნიშანი ჰგონია.
სულ ერთია ვის ანდა რის მიმართ ძალადობენ, არც ისაა მნიშვნელოვანი ფიზიკურად თუ მორალურად. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვის მიმართ ძალადობას აიღებ განსახილველ მასალად. ეს მაინც უღირს და არასაპატიო საქციელად დარჩება.
ფიზიკურად შეიძლება იძალადო ყველაფერ სულიერზე:ნებისმიერ ცხოველზე, უცხო ადამიანზე, პატარა ბავშვზე, სულაც ოჯახის წევრზე. თანაც იმის გააზრება, რომ უხეში ძალის გამოყენება არაა აუცილებელი ხშირად ძალიან რთულია. შეიძლება აყვე გრძნობებს, მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი, რომ ან საკუთარ თავს ანაც დაზარალებულს სიცოცხლე გაურთულო. ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ ასევე აუცილებელია ყველაფერს სხვა კუთხიდანაც შეხედო განა რა უნდა ქნა თუ საყვარელმა ადამიანმამოგატუა, გიღალატა და შენც ამიტომ დასაჯე და სიმართლე ითქვას არაა გამორიცხული მეც მსგავსად მოვიქცე, თუმცაღა მოგვიანებით მივხვდი რომ ასეთი პიროვნებისთვის თავს არ დავიღუპავ, არამედ როგორც უღირს ადამიანს უბრალოდ გვერდს ავუქცევ.
მაგრამ მოძლადე ხომ შეიძლება უბრალოდ ასეთი იყო თავიდანვე ან მას არ ჰქონდა რაიმე მიზეზი ეს გაეკეთებინა ანუ ფსიქიკურად არამდგრადი და შეშლილი პიროვნებაა! თავისთავად ეს პირდაპირ იმის ნიშანის, რომ მსგავს ადამიანს მკურნალობა და დახმარება სჭირდება და უმნიშვნელოა ასეთი გიჟი კატას მოკლავს, კაცს ქუჩაში გაეკიდება თუ სხვა რამეს გააკეთებს.
თუმცა არც ისაა დასავიწყი, რომ ადამიანს გარემო აყალიბებს რომელშიც ყოველდღე ყოფნა უწევს, მის პიროვნებას უცხოთა და ნაცნობთა დამოკიდებულება ქმნის. იმ შემთხვევაშიც კი თუ მას რაიმე ფსიქიკური დაავადება სჭირს როგორიც მაგალითად შიზოფრენიაა, მის პიროვნებას მრავალწილად სხვები ქმნიან და თუ ვინმე ძალადობს ნებისმიერი ფორმით ეს იმის ნიშანია, რომ წარსულში მას რაღაც შეემთხვა, რაღაცამ უბიძგა გამხდარიყო ასეთი. ის ასეთ გზას მხოლოდ თავისი ნებით არ და ვერც აირჩევდა. ასე რომ ეს არა მხოლოდ მათი ბრალია, ამაში წვლილი შეიძლება თითოეულ ჩვენგანს მიუძღოდეს!
აღსანიშნავია ისიც, რომ თავისთავად ეს პრობლემა არ მოგვარდება! ის არსებებს მანამ, სანამ ჩვენ თავად არ გადავწყვეტთ, რაიმე შევცვალოთ! შეიძლება ბევრი ილაპარაკო იმაზე თუ ვინ რა გააკეთა(სხვათა შორის ამაზეა ნათქვამი "სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარში კი დირეც ვერ შეუმჩნევიაო"), დიდხანს ნსაჯო, თუ რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სანამ ჩვენ, „უდანაშაულონი“ არ გადავწყვეტთ შევქმნათ უკეთესი სამყარო, სადაც უბრალოდ არ იქნება არც მოძალადე, არც დაზარალებული, არც მომსწრე... ეს ყველაფერი უბრალო სიტყვებად დარჩება. სხვათა შორის ჩვენზე თქვეს „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!“

არჩილ ლომიძე
„ნაბიჯი თანადგომისაკენ“
(ესე)
ვეთანახმები იმ მოსაზრებას, რომ თანადგომა
მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ძალადობის მსხვერპლია.ამ
ესეში ვისაუბრებ ძალადობის ყველაზე მძიმე გამოვლენაზე, რომელსაც ომის მსხვერპლი ჰქვია.
ოცდამეერთე საუკუნე - ეპოქა, როდესაც ძალადობა თითქოს
სირხცვილად ითვლება, მაგრამ სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოოში ომი იყო . „ომი იყო “ მარტივი ნათქვამია, ალბათ, ამაში პრობლემის
მოგვარებაც იგულისხმება,თუმცა მსხვერპლთა რაოდენობა საპირისპიროზე მეტყველებს. აგვისტოს
ომის შემდეგ დევნილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ხურვალეთში, შავშეთში, ბერბუკესა
და კარალეთში
1400 მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს.
იქ მცხოვრები ბავშვების მთავარი ფიქრი ან ოცნება ის კი არ არის,რა სათამაშოს უყიდის დედა ან ხვალ დილას რომელ სკვერში ასეირნებს პაპა,არამედ ის, თუ როგორ მიეხმარბიან ოჯახს შეშის შოვნაში და როგორ მოიპოვებენ სკოლისთვის საჭირო ინვენტარს.მათი ცხოვრებისეული ღირებულებები განსხვავდება, ჩვენი, თბილისში მათთან შედარებით „უდარდელად“ მცხოვრები ადამიანებისაგან.

იყო
გმირი - მძიმე ტვირთია. ალბათ არც ერთ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისჯკაცს არ უფიქრია,რომ
მის ღვაწლს სამშობლო დაივიწყებდა.რეალურად მათ ოჯახებს, ზოგს სასმელი წყლის, ზოგს საკვების,ზოგს
ელექტრო ენერგიისა და გაზიფიცირების გასაჭირი
აქვთ, ეს პრობლემები ალბათ უსასრულოა. მე როგორც რიგით მოქალაქეს მიჩნდება პროტესტის
განცდა იმასთან დაკავშირებით,რომ ყველამ იცის ვინ არის „პავლოვიჩი“ (სატელევიზიო გადაცემა
„ნიჭიერის“ კონკურსანტი),ყველასთვის უფრო საინტერესოა ის პიროვნება და ამ დროს ერთი
წიგნი, გამოფენა ან სპექტაკლი არ შექმნილა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებზე. თანადგომის
დღე, წითელი ყაყაჩოს გულზე მიმაგრებას გულისხმობს და წუხილის გამოთქმას.თანადგომა მათ
ოჯახებს ყოველ დღე სჭირდებათ.
თანადგომაში
ჩემი გადმოსახედიდან არამარტო ფინანსური უზრუნველყოფა არამედ მათი საზოგადოებაში სწორად
წარმოჩენა იგულისხმება.მათ ხალხმა უნდა შეაგრძნობინოს ვისი შვილები არიან,მუდამ უნდა
ჰქონდეთ განცდა იმის,რომ მათი მშობლები იყვნენ გმირები.რეალურად არავინ არ იცის მათზე
არაფერი,გარდა სახელისა და გვარისა,რაც მე პირადად სირცხვილად მიმაჩნია.უნდა ხდებოდეს
აფიშირება და წინა პლანზე გადმოტანა ადამიანების,რომლებმაც სამშობლოსათვის,ჩვენთვის,ჩემთვის,თქვენთვის
ვინც ახლა ამას კითხულობთ,თავი გაწირეს.
ქეთევან პოპიაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий