თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე





თვითშეფასების სქემა



ჟურნალი მასწავლებელი


f

 "Microsoft-ის მასწავლებლების პროექტების კონკურსი 

" პარტნიორები განათლებაში-საქართველოს ფორუმი 2013",

პროექტი მოხვდა ფინალში

















 



კონფერენცია
„პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“
მ ო ს ა წ ვ ე ვ ი

გთხოვთ მობრძანდეთ კონფერენციაზე, „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.
კონფერენცია გაიმართება 21 და 22 ივნისს, 1100 სთ-დან - 16 00სთ-მდე.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
და მოსწავევი.
პატივისცემით,
 პროგრამის კოორდინატორი


 "Microsoft-ის კონკურსი

პროექტი მოხვდა ფინალში

 













 

ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის: ",,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“,





,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქალაქი თბილისი ,31-ე საჯარო სკოლა;   16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა.
ამოცანები:  კვლევისპუნქტის განსაზღვრა/ საკვლევი თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
  •   კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
  •   კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
  •   მონაცემთა შეგროვება
  •   მონაცემთა ანალიზი, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
  •   მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისი პრაქტიკაში დანერგვა.
  •   მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
  •   პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
  •   პროექტის შეფასება;
  •   კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
  •   სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
  •   მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
  •    სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: პირველ სესიაზე ტრენერმა მაკა მამფორიამ  წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია. გვესაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ. გაგვაცნო კრედიტების დაგროვების გზები, განვიხილეთ თითოეული აქტივობა და  აქტივობების განხორციელების ეტაპები,  გავეცანით სქემაში ჩართვის შემდეგ რა დროში მოგვიწევდა თითოეული აქტივობის განხორციელება.  შევიტყვეთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელება ხდება შვიდი წლის განმავლობაში.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პედაგოგიური კვლევის შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად აღნიშნული პედაგოგიური კვლევა. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. გვესაუბრა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განსხვავებაზე, გავეცანით პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპებს,  ვისაუბრეთ კვლევის პროცესში გამოსაყენებელ გზებზე, რომლებმაც ობიექტურ დასკვნამდე უნდა მიგვიყვანოს. ტრენერმა აგვიხსნა, რომ კვლევის მეთოდები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: თვისობრივ ( დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ ( მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა - ანკეტირება) მეთოდებად.
მეორე დღის პირველ სესიაზე ჯგუფებში ვიმუშავეთ პრაქტიკულ კვლევებზე.  შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა,  შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ კვლევებზე, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო კვლევის პრეზენტაცია.
მეორე სესიაზე ტრენერმა ისაუბრა პროექტგაკვეთილის  შესახებ. გაგვაცნო, თუ რას ისახავს მიზნად პროექტგაკვეთილი. ქალბატონმა ეკამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. გვესაუბრა პროექტგაკვეთილის დადებით მხარეებზე. აგვიხსნა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, რომ პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. გავეცანით   პროექტგაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, პროექტზე მუშაობის სტადიებს,  გავიგეთ, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას.
მესამე სესიაზე ტრენერი გვესაუბრა პროექტის შეფასების რუბრიკაზე. აგვიხსნა, რომ იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. გავიგეთ, რომ პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება, გავეცანით მონიტორინგისა და შეფასების სახეებს.
მეოთხე სესიაზე  ჯგუფებში ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილებზე.  შევაჯამეთ და გავიხსენეთ წინა დღეს მოსმენილი მასალა,  შემდეგ პრაქტიკულად ვიმუშავეთ პროექტგაკვეთილზე, ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი სავარაუდო პროექტმეთოდის პრეზენტაცია.
მესამე დღის პირველ სესიაზე გავეცანით კათედრებზე მუშაობასა და კოლეგებთან  თანამშრომლობის ეფექტური კომუნიკაციის  ფორმებს, გავეცანით 4 ტიპის სასკოლო კულტურას ( ინდივიდუალისტური, ბალკანიზებული, ხელოვნური, თანამშრომლობა).
მეორე სესიაზე ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ, გავიგეთ, რა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება, რისგან შედგება იგი. მივიღეთ რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაცია, როგორ ვაწარმოოთ პორტფოლიო, რის შემდეგაც შევაჯამეთ ტრენინგი.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პრობლემის დადგენა, კვლევა და მისი შემდგომი ანალიზი მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის. ტრენინგის მასალების ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც აქამდე არ გამომდიოდა ჩემი ძალებით, პროფესიული კომუნიკაციის საშუალებით ადვილი მისაღწევი იქნება, რადგან  სწორედ კოლეგებს შორის სწორი პროფესიული ურთიერთობების შედეგად შეიძლება გამომჟღავნდეს მოსწავლეთა საჭიროებები და მიდრეკილებები. თვალნათლივ დავინახე, რომ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ჩემი ძალებით შეუძლებელია და საჭიროა მოსწავლეთა სასწავლო პროექტებში ჩართვა, რაც გამოიწვევს მათ მოტივირებას და გაზრდის მათ პასუხისმგებლობას. დავრწმუნდი  რომ პორტფოლო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტურად შევარჩევ იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მეტი სარგებელის მომტანი იქნება ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ამ ტრენინგის დახმარებით მე გავეცანი ისეთ მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის წარმატებული პრაქტიკისთვის.
ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა,  დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე:  „ როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე”, „ როგორ ვაწარმოოთ მასწავლებლის პორტფოლიო“, „ შეფასების მეთოდები“, „ რა გავლენას ახდენს კოლეგებთან კომუნიკაცია მასწავლებლის პროფესიულ ცხოვრებაზე“, „ რატომ უნდა ჩავერთოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში“.  ჩავატარებ პრეზენტაციას:  „ პედაგოგიური ტესტის შედგენისთვის საჭირო რეკომენდაციები“,  კოლეგებთან ერთად დავგეგმავ კვლევას და/ან ინტეგრირებულ პროექტს: „ რითია გამოწვეული მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, „ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის დაწევას“, „რა არის საკლასო კონფლიქტების მიზეზი“.  დავნერგავ „ კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან  სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დასანერგად.

თარიღი: 28/29/30/   ნოემბერი 2012  წელი
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
  •    I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, 
  •    მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
  •   II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა

II დღე - 6 საათი
  •   I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლევა
  •   IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტგაკვეთილი
  •   III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
  •   IV სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)

III დღე - 6 საათი
  •   I სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლევა
  •   II სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
  •   III სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.






ტრენინნგი edmodo ირტუალური საკლასო ოთახი

ტრენინგი - კორპორაცია INTEL-ის 

 

ბლოგი  : http://proeqtebimaiagelashvili.blogspot.com/




















Комментариев нет: