კომპლექსური დავალებები


 ბიოგრაფიის სწავლების მნიშვნელობა

ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებების (კომპოზიცია, სიუჟეტური ქარგა, ბიოგრაფიული ჟანრი და სხვ.) შესწავლა, ისტორიული მოვლენების კვლევა ინდივიდების ბიოგრაფიის მიღმა, პერსონალური მაგალითების გამოყენებით ზნეობრივი თუ სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენა. გარდა ამისა, ბიოგრაფიული ნარატივის სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შეიძლება იყოს მოსწავლეთა მიერ გმირის ცხოვრებასთან საკუთარი გამოცდილებების იდენტიფიკაცია, რაც მათ აქტუალური პრობლემების გაანალიზებაში დაეხმარებათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბიოგრაფიული ტექსტი ეხმიანებოდეს მოსწავლეთა ფსიქიკურ მზაობას და მათი ასაკისთვის დამახასიათებელ შინაგან კონფლიქტებს.

ბიოგრაფიული ტექსტების სწავლება ჟანრობრივ მრავალფეროვნებას შესძენს ქართულის საგანს. მათში ცხადად წარმოჩნდება ინფორმაციის სხვადასხვა სახეობა და ადვილად განირჩევა ისტორიული და ლიტერატურული დისკურსები. გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა წააქეზებს მოზარდებს საკუთარ გამოცდილებაში ჩაღრმავებისკენ, სააზროვნო ჰორიზონტს გაუფართოებს მათ და, რაც მთავარია, მარადიულ ღირებულებებს აზიარებს. 


 

ანდაზების საფუძველზე ახალი იგავის დაწერა

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა ახალი იგავი ნაცნობი იგავის, „ძუნწისა და ოქროს“  შეგონების საფუძველზე?
  • რამდენად გამოვიყენო პერსონაჟი შეგონების წარმოსაჩენად?

 

კომპლექსური დავალების პირობა/შეფასების კრიტერიუმები

წარმოიდგინე, რომ მეიგავე ხარ  და იგავის, „ძუნწი და ოქროს“  შეგონების საფუძველზე დაწერე ახალი იგავი, რომლის მთავარი პერსონაჟი იქნება  ძუნწი ციყვი. გადაიკითხე ნამუშევარი მკითხველის თვალით, გაასწორე ხარვეზები და შექმენი საბოლოო ვერსია, შემდეგ გააფორმე ნახატებით ან სურათებით.

ნამუშევარში:

  • წარმოაჩინე პერსონაჟის, ძუნწი ციყვის ამბის დეტალები -სად და როგორ ცხოვრობს იგი, როგორი ურთიერთობა აქვს  მეზობლებთან;
  • წარმოაჩინე, რა მოხდა დასაწყისში, როგორ გაგრძელდა და რით დასრულდა ამბავი;
  • დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა იგავში გადმოცემულ ამბავსა და შეგონებას შორის;
  • დაიცავი აბზაცები, შეარჩიე სასვენი ნიშნები.

 

დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავია? (იგ. 1, 2, 3);
  • რამდენად იკვეთება შენს მინიშნებებში  პერსონაჟის  სიძუნწე?(იგ. 1, ტ2);
  • რომელი პერსონაჟი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ შეგონებას შენ იგავში?  რატომ ფიქრობ ასე? ( იგ. 1, 2, ტ.1);
  • რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)
  • რა სტრატეგიები გამოიყენე წერითი ნამუშევრის შედგენისას?  (ტ. 3).






































კიდევ ერთი ლამაზი პოეზიის საღამო ჩატარდა 2015 წლის 06 მარტს ჩვენს სკოლაში, რომელიც ეძღვნებოდა XI-1 კლასის მოსწავლის ნანუკა ჭკუასელის შემოქმედებას - "მომეცი წუთი", ასე ერქვა მის მეორე წიგნს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და საინტერესო..ლექსებსა და ჩანახატებს ენაცვლებოდა ფორტეპიანოსა და გიტარაზე შესრულებული ლამაზი მელოდიები, ვიზუალურ ელფერს ანიჭებდა საგანგებოდ მომზადებული სლაიდ-შოუ.
ნანუკამ და მისმა მეგობრებმა დამსწრე საზოგადოებას მიუძღვნეს ლამაზი და ემოციური წუთები...იყო ცრემლიც და ღიმილიც..... რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

























 

მე-8 კლასში წავიკითხეთ მიხეილ ჯავახიშვილის მოგონება , როდესაც  მწერალი ილია ჭავჭავაძესთან დაუვიწყარ  შხვედრას იხსენებს. ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ მსგავსი ისტორიები თავიანთი ცხოვრებიდან. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ გთავაზობთ , ისიამოვნეთ!


 

მარიამ მახნიაშვილი


 



დაუვიწყარი შეხვედრა

  ჩემი მოძღვრისგან შევიტყვე, რომ 27 იანვარს, ნინოობას, ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ტაძარში პატრიარქი მობრძანდებოდა. დედას ვთხოვე სკოლაში არ გავეშვი და დილაადრიან ტაძარში წავედი. ყოველთვის მსურდა პატრიარქთან ახლოს მივსულიყავი და დაველოცე, თუმცა სხვადასხვა ეკლესიებში, ხალხმრავლობის გამო ამას ვერასდროს ვახერხებდი. ახლა იმედი გამიჩნდა, რომ ამ ტაძარში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და და მასთან მიახლოვებას შევძლებდი. მისვლისას იმედი გამიცრუვდა, არათუ ტაძარი, არამედ ეზოც და ქუჩაც ხალხით იყო გადაჭედილი. მომლოცველებს შორის ბევრი ცნობადი სახე შევნიშნე. დავინახე კორიდორი, რომელშიც უწმინდესს უნდა გაევლო და იქით გავეშურე.ყველანაირად ვცდილობდი პირველ რიგში აღმოვჩენილიყავი. კორიდორს თითქმის მივუახლოვდი როცა გავიფიქრე, რომ ხალხს, რომელიც ჩემს წინ იდგაჩემზე მეტად სურდათ უნეტარესთან მიახლოვება და გავჩრდი იქ სადაც ვიდექი. წინ მდგომნი მეფარებოდნენ და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა გარშემო. ხალხის ემოციით მივხვდი, რომ უწმინდესი მობრძანდა. გვერდით მდგომებს მივბაძე და ხელი მეც წინ გავწიე. ყველას იმედი ჰქონდა, რომ მის ხელს პატრიარქი შეეხებოდა. მე კი ამის ნაკლებად მჯეროდა, რადგან ამის შანსი პირველ რიგში მდომებს ქონდათ, ხოლო მე არც ისე ახლოს ვიდექი კორიდორთან. უცებ ხელზე თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. თვალებს არ დავუჯერე როცა დავინახე, რომ ეს უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო. ხალხიც თითქოს განზე გადგა და მე პატრიარქის პირისპირ აღმოვჩნდი. ეს ჩმთვის ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. ეს იყო შეხვედრა უსაყვარლეს ადამიანთან რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.


 თორნიკე  კენკებაშვილი

                   


შეხვედრის წუთები
     მე,თორნიკე კენკებაშვილს, პატარაობიდანვე მიზიდავდა ქართული ფოლკლორი. არაერთხელ მიოცნებია მომღერალი გამოვსულიყავი ამ ჟანრში.ყოველთვის მქონდა სურვილი ისეთ პროფესიონალ ქართველ მომღერალს შევხვედროდი,როგორიც დავით არჩვაძეა.ამ ჟამს წლების განმავლობაში მოუთმენლად ველოდი.ხან კიმიფიქრია,თუ როგორ და რა ემოციებით შევხვდებოდი გამოჩენილ ქართველ მომღერალს.ფიქრებში წასულს ხშირად თვალწინ წარმომედგინებოდა მაღალი,ახოვანი ტანის, ჩოხოსანი ქართველი ვაჟკაცი.
     და აი,დადგა ის ჟამი,როდესაც დავით არჩვაძის შეხვედრის საშუალება მომეცა.ანსამბლი „ქართული ხმების“ კონცერტს ვესწრებოდი.კონცერტმა იდეალურად ჩაიარა.დასრულების შემდეგ მომღერალ არჩვაძეს პირადად შევხვდი.ჩემთვის,შეხვედრის ეს წუთები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი,დასამახსოვრებელი და ემოციური მოვლენა არის და იქნება კიდეც.ყველაზე დიდი პატივი კი ისაა,რომ არჩვაძის მიერ დაარსებულ ანსამბლ „მოძახილში“ მოღვაწეობის საშუალება მომეცა. მიუხედავად ამ დიდი სიხარულისა,ჩემდა სამწუხაროდ,ორი წლის წინ ანსამბლის დატოვება მომიწია გარკვეული მიზეზების გამო. ეს ფაქტი დიდ ტკივილსა და სევდას იწვევს ჩემში.



მე-8 კლაში შევისწავლეთ მიხეილ ჯავახიშვილის  "ეშმაკის ხმა" , ნაწარმოების განხილვისას ბევრი ვისაუბრეთ, თუ რა  განსხვავებაა ხალხსა და ბრბოს შორის, ამ თემაზე მოსწავლეებმა შეიქმნეს რამდენიმე საინტერესო ნაშრომი.წარმოგიდგენთ მათ, ისიამოვნეთ!



 თორნიკე  კენკებაშვილი
    ვეთანხმები საზოგადოების იმ აზრს, რომელიც ფიქრობს, რომ ბრბოს აზროვნების უნარი არ გააჩნია.
   ბრბო შეკრებილ  ადამიანთა ის დიდი მასაა, რომელსაც გარკვეულ პირობებში შეუძლია ძლიერი ემოცია ამოაფრქვიოს. ამ დროს თავის გაკონტროლება შეუძლებელია და ამგვარად ბრბოში მოხვედრილი ადამიანი განსჯის უნარს კარგავს. 
    თუმცა, არსებობს გამონაკლისები, როდესაც ბრბო საღად აზროვნებს, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებს და ამას სინანულით გადმოსცემს. ამ ფაქტის დასასაბუთებლად მოვიხმობ გიორგი ლეონიძის ნაწარმოებ „მარიტას“. მოთხრობაში აღწერილია თუ როგორ ნანობდა ბრბო მარიტას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე.
   მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ბრბოს კოლექტიური ემოციის ზეგავლენით ბრბოში მოხვედრილ ადამიანს ისეთი რამის ჩადენა
შეუძლია, რაც მისი პიროვნებისათვის სრულიად უცხოა. ამ დროს ადამიანი უსიტყვოდ ემორჩილება  აღგზნებული მასის მოქმედებას და კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს. ამის თვალსაჩინო მაგალითია მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ეშმაკის ქვა“. როდესაც სოფელს დათას შურისძიების წყურვილი კლავდა, რიყეზე შეკრებილი ხალხი ბრბოდ გადაიქცა. სამწუხაროდ, მასში სოფიოც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გულჩვილი და მგრძნობიარე ადამიანი იყო, ბრბოს იმ ძლიერ ემოციებს ვერ გაუძლო და იძულებული გახდა დათას სასტიკად დასჯის მონაწილე გამხდარიყო.
    ვეთანხმები საზოგადოების იმ მოსაზრებას, რომელსაც მიაჩნია , რომ ბრბოს განსჯის უნარი არ გააჩნია. ეს მოვლენა იმით აიხსნება, რომ ბრბოში მოხვედრილ ადამიანს საერთო აღგზნება გადაეცემა. ამ დროს ის კარგავს აზროვნების უნარს და იძულებული ხდება მის ქმედებებს დაემორჩილოს.



მარიამ მახნიაშვილი 
  
   ჩემი თვალთახედვით, ბრბო საზოგადოების ნაწილია, რომელიც მოძალებული ემოციის ზეგავლენით მოქმედებს. მისი ქმედება მოკლებულია გონივრულობას, არის სპონტანური და ხშირ შემთხვევაშიაგრესიული. იგი ვერ ან არ აანალიზებს, მისი საქციელით გამოწვეულ მოსალოდნელ შედეგს. ვფიქრობ, ბრბო მოკლებულია საღ აზროვნებას და დაკარგული აქვს უნარი გაითვალისწინოს საზოგადოების სხვა ნაწილის აზრი. მას შეუძლია აიყოლიოს სხვა ადამიანები და უბიძგოს მათთვის უჩვეულო, უცხო საქციელისკენ.
  თუმცა, ხშირად ბრბოს მოთხოვნა სამართლიანი და სამართლებრივია. მისი ასეთი მკვეთრი გაღიზიანება, შესაძლოა გამოწვეული იყოს მტკინვეული უსამართლობით. ამისკარგი მაგალითი,  მ. ჯავახიშვილის ნაწარმოები "ეშმაკის ქვაა", რომელშიც ბრბოს აგრესიული ქმედებაუსამართლობამ გამოიწვია და მას მსხვერპლიც მოჰყვა.
  მიუხედავად ამისა, ბრბოს მოქმედება ყოველთვის იქნება საფრთხის შემცველი და აქედან გამომდინარე საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის მიუღებელი.  ფიქრობ, რომ საზოგადოების პროტესტი და მოქმედება უნდა იყოს გონივრული და გააზრებული.
  ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხი აზროვნებს, ბრბო კი არა. რადგან მას სწორად აზროვნების უნარი დაკარგული აქვს.



ლიკა ესაიაშვილი




Y yoveli adamiani sazogadoebis nawilia, ar arsebobs adamiani sazogadoebis gareSe, xolo sazogadoeba adamianis gareSe. sazogadoebaSi arsebobs dawerili da dauwereli kanonebi. Dawerili kanonebia konstitucia, sisxlis samarTlis kodeqsi, Tundac skolis Sinaganawesi. Dauwereli kanonia Tundac is, rasac andaza gvaswavlis, magaliTad “madli qeni qvaze dade, gaiare win dagxvdeba’’.
     TiToeul adamians gaaCnia sakuTari azri da Sexeduleba, magram rodesac is brboSi xvdeba, gadaecema erTiani emocia, kargavs gansjis da damoukideblad azrovnebis unars da brmad emorCileba masis moqnedebas. brboSi moxvedrili adamiani veRar akontrolebs sakuTar Tavs da iseTi ramis Cadena SeuZlia, rasac is Cveulebriv situaciaSi ar gaakeTebda da misi pirovnebisTvis ucxoa.
     gavixsenoT mixeil javaxiSvilis motxroba ,,eSmakis qva’’, romelSic sofios erTma adamianma aiZula imis gakeTeba,romelic misTvis miuRebeli da ucxo iyo. gavixsenoT giorgi leoniZis ,,marita”, sadac mTavari gmiri,ulamazesi da niaviviT nazi marita Caqoles imis gamo, rom mis erTgulebaSi eWvi Seitanes. Brbos erT-erTi magaliTia sportuli Sejibrebis dros fanebi urTierTSetakeba, aseve gansxvavebul religiur SexedulebaTa winaaRmdeg mimarTuli aqciebi da sxva. Brbos ugunurebis damadasturebelia epizodi saxarebidan, rodesac brbom ieso dasasjelad gaimeta, xolo barabas gaTavisufleba moitxova. Tumca xSirad brbos aseT moqmedebas iwvevs usamarTloba. xalxi azrovnebs, brbo ki-ara.  


 ქრისტინე მიქავა

       











 საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ხალხი აზროვნებს, ბრბო კი - არა. სწორედ ამ ადამიანთა მოსაზრებას ვეთანხმები და ვთვლი, რომ ეს სრული სიმართლეა.

         ზოგჯერ ჩვენ, ადამიანები, იმ საზოგადოების ნაწილი ვხდებით რომელიც არ აზროვნებს და მხოლოდ ერთის აზრს მიჰყვება. ეს ბევრად ადვილია, რადგან არ გიწევს აზროვნება და მხოლოდ ის უნდა შეასრულო რასაც სხვა გეტყვის ან განიზრახავს.ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია მათთვის ვინც აზროვნებ, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ერთ დღეს შეიძლება ბრბოს ნაწილი თვითონ გახდნენ. ბრბოს ფსიქოლოგიაზე უამრავი ნაწარმოები დაიწერა, უამრავი კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ბრბოს განსჯის უნარი არ აქვს. ამ დროს ადამიანში მხეცი იღვიძებს, მას აღარ აინტერესებს რისთვის, ან ვისთვის იბრძვის, მას მხოლოდ ერთი სურს და ეს მიზნის მიღწევაა. ბრბოს ფსიქოლოგიის მაგალითბს რეალურ სამყაროში ხშირად ვხედავთ, თუნდაც მაშინ როცა ტრანსპორტით ვმგზავრობთ და ერთ-ერთ მგზავრს განსხვავებული სტილი აქვს, ეს ხდება მიზეზი იმისა,რომ სრულიად უდანაშაულოს სიტყვიერ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ რომელიმე მგზავრმა წამოიძახა ,,თაობა სრულიად გადაგვარდა“ , ამას ხალხი აიტაცებს და ბრბოდ იქცევა, ბოლოს ისინი იმასაც ვერ ხვდებიან რატომ, საიდან და როგორ დაიწყო ეს კამათი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ხალხის მასას ერთი აზრი, შეხედულება აქვს ხოლო ერთ-ერთ მათგანს განსხვავებული, ბრბო ამაზე მწვავედ რეაგირებს. სწორედ ეს არის გუსტავ ლე ბონის კვლევით დადგენილი ბრბოს ფსიქოლოგია, მაგრამ არსებობს ადამიანთა ის კატეგორია რომელიც ბრბოს გარემოცვაშია თუმცა საკუთარ ჯანსაღ აზრს ინარჩუნებს, მაგრამ ეს ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ბრბოს გარემოცვაში ხარ მისი უარყოფითი ან დადებითი ემოცია შენზე გადმოდის და ხშირ შემთხვევაში მისი ნაწილი ხდები. საბედნიეროდ არის ხალხი რომელიც დამოუკუდებლად აზროვნებს, ამის ერთ-ერთი მაგალითია სკოლა, როდესაც კლასის უმეტეს ნაწილს სხვა პასუხი აქვს და ეს მცდარია, სწორი პასუხი კი შენ იცი, ამ დროს კლასის ეს ნაწილი ბრბოდ იქცევა და ყველანაირად ცდილობს გადაგიბიროს, მაგრამ როცა შენ ამას არ გააკეთებ და შენს აზრს შეინარჩუნებ ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე ინდივიდი ხარ. ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ნაწარმოები შეიქმნა, თუნდაც ,,ეშმაკის ქვა“, აქ ხალხი ჯერ კიდევ აზროვნებს მაშინ როცა სოლოს დანაშაულს პატიობს, თუმცა ბრბოდ იქცევა სწორედ მაშინ როდესაც დათას განაჩენს ასრულებს. ,,ბრბო“ ეს  სიტყვა ბევრს ნიშნავს. მაშინ როცა ბრბოს ნაწილი ხდები კონტროლს კარგავ, ზომბირებული რჩები და როცა ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ შეიძლება ითქვას, რომ შოკში ხარ, რადგან არ გჯერა, რომ ამის ჩადენა შეგეძლო და გასასამართლებლად მხოლოდ ამას ამბობ ,,არ მინდოდა, მაიძულეს, ისინი ჩემით მანიპულირებდნენ“, მაგრამ არ ამბობ, რომ ბრბოს ნაწილი გახდი. სწორედ ესაა ბრბოს ფსიქოლოგია. მინდა დასკვნით ნაწილში დავწერო ერთ-ერთი ბრიტანელი მეცნიერის კვლევის შესახებ, ბრბოს ფენომენზე. მეცნიერმა რამდენიმე ახალგაზრდა გამოკითხა, მათ წინ ფურცელი დაუდო სადაც სხვადასხვა ზომის ხაზები იყო გამოსახული და კითხვა ასე ჟღერდა ,,რომელია ყველაზე გრძელი?“  პირველ ცდაზე მონაწილეებმა შემდეგი პასუხი გასცეს: ,, I; I; I; II; I” და ბიჭებმა გაკვირვებით შეხედეს მეოთხე მონაწილეს, რომლის პასუხიც სწორი აღმოჩნდა. შემდეგ ცდაზე კი მეცნიერებმა შემდეგი პასუხი მიიღეს ,, III; III; III; III; III “ სამწუხაროდ აქედან სწორი არცერთი აღმოჩნდა და კითხვაზე თუ რატომ გასცა არასწორი პასუხი მეოთხე მონაწილემ, მკვლევარებმა უცნაური პასუხი მიიღეს. ბიჭი ამბობდა, რომ სწორი ვერსიის შემთხვევაში ის კანონზომიერებას დაარღვევდა, რაც თავისთავად პირდაპირ კავშირშია თემის სათაურთან. აქედან გამომდინარე ბიჭი ტავდაპირელად აზროვნებდა შემდეგ კი ინერციით თქვა პასუხი, რაც რათქმაუნდა ბრბოს ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოვლინებააა. ,,ამ გამოკვლევის თანახმად ბრბოს ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ ყველა საიდუმლოს აეხადა ფარდა.“ წერს სოლომონ ეში. სწორედ ეს ფაქტები ადასტურებს ბრბოს ფსიქოლოგიის იმ თვისებებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრე.

        ჩამოთვლილ მიზეზებს საკმარისად მივიჩნევ, იმისთვის, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ხალხი აზროვნებს, ბრბო კი - არა. ,,ბრბო“ ეს საზოგადოების ის მასაა, რომლითაც ძალიან ადვილად მანიპულირებადია ერთი რომელიმე ადამიანის მიერ, ეს ერთგვარი დესპოტიზმიცაა რადგან ლიდერი ბრბოს აიძულებს იმის გაკეთებას რაც მას არ სურს, აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ.



 

 

შიდა სასკოლო კონკურსში გაიმარჯვა ჩემი სადამრიგებლო კლასის მიერ მომზადებულმა პროექტმა



მეათე კლასის მოსწავლე,ნანუკა ჭკუასელი ,მიიწვიეს რადიოში

მან გამოსცა თავისი პირველი წიგნი, "მინდა მერქვას პოეზია"

შედგა ამ წიგნის პრეზენტაცია





პროექტი "ექვთიმე თაყაიშვილი " მოხვდა განათლების სამინისტროს

გამოცხადებული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში




წარჩინებული მოსწავლეები საგარეო საქმეთა მინისტრთთან სტუმრად


<









br />
                       




                       პროექტი - "აკაკი წერეთელი"






პროექტი - "ერთად შევიცნოთ სამყარო"

 



1.როგორც დღე და ღამე ,ისე განსხვავდება ჩვეულებრივი გაკვეთილი (წიგნი ,რვეული, ცარცი, კალამი) იმ გაკვეთილებისაგან ,როდესაც  იყენებ ტექნოლოგიებს( კომპიუტერი, ინტერტეტი, პროექტორი, პრეზენტაციები)
ერთი და იგივე გაკვეთილი ჩავატარე ორჯერ, პირველი ჩვეულებრივი , ტრადიციული გაკვეთილი იყო, მეორე  კი ტექნოლოგიების  გამოყენებით, პირველი გაკვეთილი იყო მდორე ,უინტერტესო, მობეზრებული, ჩართულნი იყვნენ  მხოლოდ აქტიური  ბავშვები , დანარჩენები უაზროდ  იყურებოდნენ. ხოლო  მეორე  გაკვეთილზე  ინტერესი  ძალიან მაღალი იყო, ყველა  აქტიურობდა ,აღმოჩნდა ,რომ ის  მოსწავლეები ,რომლებიც  გაკვეთილზე  პასიურობენ , ტექნოლოგიებში  კარგად  ერკვევეოდნენ. მათ საკუთარ  თავზე  აიღეს  ტექნიკური  საკითხების  მოგვარება.

2. როდესაც მოსწავლეებს  ვაძლევ  ისეთ დავალებას ,სადაც  საჭიროა  თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენება,,ისინი გულდასმით და  დიდი  ინტერესით ასრულებენ  ამ დავალებას.უკლებლივ  ყველა  ცდილობს  საკუთარი  ნამუშევრის  წარმოდგენას.
გარდა ამისა, ამ ტიპის  სამუშაოები ხშირად  ჯგუფურია, რაც  ერთმანეთთან აახლოვებს მოსწავლეებს, არა მარტო  ერთი სკოლისა.
მაგალითად , ჩვენ გაკვეთილზე ფეისბუქით დავუკავშირდით კახეთის .გურჯაანის რაიონის სკოლის  მოსწავლეებს და გავიზიარეთ მათი  მოსაზრება  განსახილველ  საკითხთან დაკავშირებით.
3. ტექნოლოგიები გამოიყენება დავალების შესრულებისას,როდესაც  მოსწავლე ინტერნეტში იძიებს  მასალას და ამზადებს პრეზენტაციას, ამ გზით მიღებული ცოდნა ღრმად იბჭდება გონებაში და  არ  არის  ზერელე.
მათ აქვთ იმის  საშუალება ნახონ და გამოიყენონ ვიდეო და აუდიო მასალა ,რომელიც განთავსებულია  ინტერნეტში.
მოსწავლეები თავისუფლად  ურთიერთობენ  ერთმანეთთან  სოციალურ  ქსელებში ,რაც  ვერ  ხერხდებოდა ,დროის  უქონლობის  გამო.
4. ,Windows;Windows PhoneWindows Phone;XboxXbox;SkypeSkype;BingBing;Microsoft StoreMicrosoft ; Store.
ამ პროგრამების საშუალებით  ვიძიებთ მასალას,ვმუშაობთ პრეზენტაციებზე, გრაფიკაზე, ვადგენთ ცხრილებს და ვატარებთ გაკვეთილებს
5. მოგეხსენებათ სკოლაში სხვადასხვა თაობის თანამრომელია, მათგან ბევრი  რამის  სწავლა შეიძლება, მაგრამ უფროსი  თაობის  წარმომადგენლებს უჭირთ  ტექნოლოგიებთან "მეგობრობა",რასაც  ვერ  ვიტყვი  ახალგაზრდა  თაობაზე.  იმ გაკვეთილზე, როდესაც  ვიყენებ  ისტ-ს ,მიმაჩნია, ყველაზე  სრულყოფილად. ამ დროს  მუშაობს  რამდენიმე  ინტელექტი (ხედვა, სმენა , კითხვა ,  მოსმენა, დაკვირვება...)ამიტომ ვცდილობ ჩავატარო ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც ჩემი და სხვა  პედაგოგების ცოდნა და გამოცდილება ერთიანდება და ერწყმის  ერთმანეთს, ამ  დროს,შედეგი კიდევ  უფრო  უკეთესია.

7.შეიძლება ითქვას ,რომ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით საკმაოდ  დიდი ნაბიჯი გადავდგი  წინ,პროექტმა "ექვთიმე თაყაიშვილი150 წელი" გაიმარჯვა განათლების  სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და  მოხვდა  საუკეთესო  ხუთეულში, გარდა  ამისა, 2013წელს მაიკროსოფტის მიერ გამოცხადებულ კონკურურსში ჩემი პროექტი  მოხვდა 24 ფინალისტს  შორის. 2013 წლის  ბოლოს  კონფერენციაზე  ,წარმოვადგინე  პრეზენტაცია  21- საუკუნის  ნიღწევები
6. 2013 წელს ჩვმი ინიციათივით განხორციელდა პროექტი " ერთად შევიცნოთ სამყარო" , რომლის  მეშვეობითაც  ქალაქ თბილისის  29- ე საჯარო სკოლის  მოსწავლეებსა და სოფელ  ბაკურციხის  სკოლის  მოსწავლეებს  შორის დამყარდა სოციალური  ქსელის  ფეისბუქის  მეშვეობით  ურთიერთობა ,რომელიც  ეხებოდა საერთო ინტერესებსა და ამოცანებს, კერძოდ , შესწავლილი მასალიდან გამომდინარე, იმ ეკლესია- მონასტრებით დაინტერესება და მასალის  მოსაძიებლად ,რომლებიც  მდებარეობს  კახეთში.
7. ჩემი მიზანია,  რაც  შეიძლება მეტი სიახლის დანერგვა საგაკვეთილო  პროცესში, მიღებული ცოდნისა და მათი კოლეგებისთვის გაზიარება, რათა ეს  ყოველივე  არ  დარჩეს  ტრენინგის  დონეზე, არამედ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს  და  დროულად  გამოვიყენოთ 21-  საუკუნის ტექნოლოგიები ,

8. 9 წლის წინ პირველად მივედი  სკილაში,მასწავლწბლის სტატუსით .პირველივე  თვეებიდან  მივხვდი ,რომ მხოლოდ  გაკვეთილის  ჩატარება  არ  იყო  საკმარისი  შედეგისათვის.ამიტომ  დავისახე  მიზნად  ,რაც  შეიძლება  მეტი  მემუშავა  საკუთარ  თავზე  ,რომ  უფრო  მეტი  მიმეცა  ბავშვებისთვის,  ღრუბელივით  ვისრუტავდი  ყველა  ინფორმაციას  ჩემი  კოლეგებისგან.მაგრამ  ეს  არ  იყო  საკმარისი, გავიარე  ყველა  შესაძლო ტრენინგი  და  შევეცადე  მათი დანერგვა  საგაკვეთილო  პროცესში,  პირველივე წელს  ჩავაბარე  სასერთიფიკაციო  გამოცდები  და ინგლისურისა და კომპიუტერის  გამოცდა,  ჩავერთე  პროფესიული განვითარების  სქემაში,2009  წლიდან  ვთანამშრომლობ  გამოცდების  ეროვნულ  ცენტრთან ,ქართულის  გამსწორებლად. შედეგად ამას მოჰყვა  ჩემი  მოსწავლეების  გააქტიურება ,ისინი სისტემატიურად  მონაწილეობენ სხვადასხვა  პროექტში  და  მიზნად  ისახავენ  გამარჯვებას,

10. პროექტის  ფარგლებში  ჩვენი  29-  საჯარო  სკოლის  მოსწავლეები სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდნენ სოფელ  ბაკურციხის  სკოლის  ბავშვებს.  დაისახეს  მიზნად  მოეძიებინათ  მასალა კახეთის  ტერიტორიაზე  არსებული ეკლესია  მონასრტების ,მათ შორის  წინანდლის  ბაღის  შესახებ.  დაიგეგმა  ერთობლივი  ექსკურსია. დავისახეთ  მიზნად  მოგვემზადებინა  პრეზენტაცია და წარმოგვედგინა  ისინი ერთმანეთისთვის, მასალა  იყო  გადანაწილებული.აუცილებელი  პირობა  იყო  ტექნოლოგიების  გამოყენება .სოციალური  ქსელის  მეშვეობით  ჩატარდა  გამოკითხვა  ამ  ძეგლებთან  დაკავშირებულ  საკითზებზე.


11.ჩემი  ხშირად  გაკვეთილზე  გამოვიყენო  თანამედროვე  ტექნოლოგიები, ეს  იქნება  აუდიო  თუ   ვიდეო  ჩანაწერი, ყოველდღე  ვემზადები   მომავალი გაკვეთილისთვის  და  ვფიქრობ, როგორ  შეიძლება  ის  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  გავხადო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით





პროექტ-გაკვეთილი " ნიკოლოზ ბარათაშვილი"





პროექტ-გაკვეთილი "საუკუნო საგზალი"
ბლოგი: saukunosagzali9.blogspot.com




პროექტ-გაკვეთილი "ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილე"










შემაჯამებელი გაკვეთილი EDMODO-ს დახმარებით






































Комментариев нет: