вторник, 14 марта 2023 г.

დედის დღე

 გაზაფხულის პირველი დღის სილამაზე და მარტის ყველა დღესასწაულის სიყვარული ჩააქსოვეს დღევანდელ ღია გაკვეთილზე 1-3 კლასის მოსწავლეებმა, შესწავლილი მასალა შეაჯამეს, სტუმრად მოსულ მშობლებს გული გაუთბეს, გაახარეს და აატირეს კიდეც. მადლობა კლასის ხელმძღვანელსა და ქართულის მასწავლებელს მაია გელაშვილს შრომისთვის, სითბო და სიყვარულისთვის.

❤️#ესოცდამეცხრეა#ჩვენ თქვენ გვიყვარხართ❤️






























cdvs









etwinning -ის ტრენინგი

2023 წლის 10-13 მარტს დავესწარი ითვინინგის ტრენინგს, რომელსაც ატარებდა ქალბატონი ირმა ღანიაშვილი.

მთავარი გამოწვევა ჩემთვის ახალ პორტალზე ნავიგაცია იყო, სიახლემ დაბადა ბევრი კითხვა, რასაც ტრენინგის შემდეგ გაეცა პასუხი. გავიგეთ, თუ როგორ მოვიწვიოთ პარტნიორი, დავამატოთ ხალხი, ვაწარმოოთ პროექტი. სასურველი იყო გაკეთებულიყო ჩანაწერი, თუმცა ტენინგის ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, ტრენერმა დაწვრილებით აგვიღწერა როგორ შევადგინოთ პროექტის გეგმა ,გამოვიყენოთ პროგრამა პადლეტი, ბუკკრეატორი, ფორმსი, ფოტოკოლაჟი.

ვფიქრობ, არნიშნული ტრენინგი ნაყოფიერი იყო და შედეგიანი აღმონდება ჩემს მოსწავლეებთან საქმიანობაში.

 

დიდი მადლობა ტენერს და ტრენინგის ორგანიზატორებს.

 A computer screen shot of a document

Description automatically generated A computer screen shot of a document

Description automatically generated

 

 

https://read.bookcreator.com/B4gjAglDYxbOf0S4TC4OUcqntuz1/lf_psW9pSXueVLNfxXC3qw

https://docs.google.com/document/d/11cwDUyf4Jd5CwV8zTDh5CeZx3i-m3IJtkc4kylB2MMM/edit?usp=sharing

https://padlet.com/maiagelashvili120/padlet-yaot6miuljy2s7ch

https://forms.gle/StUA4rzSLdPZfWiB7

https://photos.app.goo.gl/qx1L3PvtbQz7ozEC7


пятница, 30 декабря 2022 г.

კომპლექსური დავალება მე-9 კლასში

 

                    კომპლექსური დავალების ანალიზი

                              მე-9 კლასი

  დავალების პირობა:   აკაკი წერეთელი,,განთიადი’’ (წარმოსახვითი ინტერვიუს დაწერა)

 -სათანადო ენობრივ-სტილური საშუალებების გამოყენებით. 

სამიზნე ცნებები :

ჟანრი–ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები

კომპოზიცია– იდეა, ლირიკული(ისტორიული) გმირი, ხედვის კუთხე.

კონტექსტი–ეპოქა, მისი მახასიათებლები

სტრატეგიები–მეტაკოგნიტურიკომპოზიცია - თემა, იდეა, პერსონაჟი, მინიშნებები.
სტრატეგიები - მეტაკოგნიტური

დავალების შესრულებისას გაითვალისწინეს:

ü  გაითვალისწინეს ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები;

ü  წარმოაჩინეს ეპოქის კონტექსტი, პერსონაჟის როლი და დამსახურება;

ü  გამოკვეთეს დიმიტრი ყიფიანის დამოკიდებულება მონატრებული სამშობლოსადმი, მისი ფიქრები, განცდები, ფასეულობები;

ü  ასახეს  ავტორის მთავარი სათქმელი.

 

                                       შეფასების     კრიტერიუმები

1) პრესტრუკტურული დონე:დავალება არაადეკვატურად არის გაგებული,მოსწავლე იყენებს არაადეკვატურ ლექსიკას,ნაშრომი სტრუქტურულად არაორგანიზებულია,არ არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.

2) უნისტრუქტურული დონე:მოსწავლე იყენებს მწირ ლექსიკას.ნაშრომს არა აქვს სტრუქტურული მახასიათებლები,არ არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.ავლენს ცოდნას ერთ კომპონენტთან დაკავშირებით.სალიტერატურო ენის ნორმები დიდწილად დარღვეულია.

3) მულტისტრუქტურული დონე: მოსწავლე ავლენს ცოდნას რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით

4)  მიმართებითი დონე:მოსწავლე ხედავს მიმართებებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტს შორის,გაგებული აქვს საგნის არსობრივი ასპექტები.

5) გაფართოებული აბსტრაქტული დონე:მოსწავლე სიღრმისეულად წვდება დავალების არსს,ლექსიკა მდიდარია,ნაშრომი სტრუქტურულად გამართულია.შეუძლია თემასა და იდეასთან დაკავშირებული პარალელების გავლება,დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები.

          კომპლექსური დავალების ანალიზმა აჩვენა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მიმართებით დონეზეა,იცნობს ჟანრის სპეციფიკას,იყენებს სტრუქტურულ მახასიათებლებს,წარმართავს თხრობას დიალოგისა და მონოლოგის გამოყენებით,ცდილობს დაიცვას სალიტერატურო ენის ნორმები.

          მეტია სამუშაო ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაზე,მართლწერის საკითხებზე,აქტიურის წინარე ცოდნასთან დაკავშირებაზე.

             

    ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი       მაია გელაშვილი