კომპლექსური დავალების ანალიზი
მე-9 ბ
კლასი
დავალების პირობა: აკაკი
წერეთელი,,განთიადი’’ (წარმოსახვითი ინტერვიუს დაწერა)
-სათანადო
ენობრივ-სტილური საშუალებების გამოყენებით.
სამიზნე ცნებები
:
ჟანრი–ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები
კომპოზიცია– იდეა, ლირიკული(ისტორიული) გმირი, ხედვის კუთხე.
კონტექსტი–ეპოქა, მისი მახასიათებლები
სტრატეგიები–მეტაკოგნიტურიკომპოზიცია
-
თემა, იდეა, პერსონაჟი, მინიშნებები.
სტრატეგიები - მეტაკოგნიტური
დავალების შესრულებისას გაითვალისწინეს:
ü
გაითვალისწინეს
ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები;
ü
წარმოაჩინეს
ეპოქის კონტექსტი, პერსონაჟის როლი და დამსახურება;
ü
გამოკვეთეს
დიმიტრი ყიფიანის დამოკიდებულება მონატრებული სამშობლოსადმი, მისი ფიქრები, განცდები,
ფასეულობები;
ü
ასახეს ავტორის მთავარი სათქმელი.
შეფასების
კრიტერიუმები
1) პრესტრუკტურული
დონე:დავალება არაადეკვატურად არის გაგებული,მოსწავლე იყენებს არაადეკვატურ ლექსიკას,ნაშრომი
სტრუქტურულად არაორგანიზებულია,არ არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.
2) უნისტრუქტურული
დონე:მოსწავლე იყენებს მწირ ლექსიკას.ნაშრომს არა აქვს სტრუქტურული მახასიათებლები,არ
არის დაცული სალიტერატურო ენის ნორმები.ავლენს ცოდნას ერთ კომპონენტთან დაკავშირებით.სალიტერატურო
ენის ნორმები დიდწილად დარღვეულია.
3) მულტისტრუქტურული
დონე: მოსწავლე
ავლენს ცოდნას რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით
4) მიმართებითი დონე:მოსწავლე ხედავს მიმართებებს ცოდნის
სხვადასხვა კომპონენტს შორის,გაგებული აქვს საგნის არსობრივი ასპექტები.
5) გაფართოებული აბსტრაქტული
დონე:მოსწავლე სიღრმისეულად წვდება დავალების არსს,ლექსიკა მდიდარია,ნაშრომი სტრუქტურულად
გამართულია.შეუძლია თემასა და იდეასთან დაკავშირებული პარალელების გავლება,დაცულია
სალიტერატურო ენის ნორმები.
კომპლექსური დავალების ანალიზმა აჩვენა,რომ
მოსწავლეთა უმრავლესობა მიმართებით დონეზეა,იცნობს ჟანრის სპეციფიკას,იყენებს სტრუქტურულ
მახასიათებლებს,წარმართავს თხრობას დიალოგისა და მონოლოგის გამოყენებით,ცდილობს დაიცვას
სალიტერატურო ენის ნორმები.
მეტია სამუშაო ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებაზე,მართლწერის
საკითხებზე,აქტიურის წინარე ცოდნასთან დაკავშირებაზე.
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია
გელაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий