пятница, 30 декабря 2022 г.

კომპლექსური დავალება -ახალი წლის მისალოცი ბარათები

კომპლექსური დავალება-მისალოცი 


სსიპ ქალაქ თბილისის 29-ე საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი - მაია გელაშვილი

 

                             კომპლექსური დავალების ანალიზი

2022-2023 სასწავლო წელს 1 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება:

დავალების პირობა: ნაცნობი ასო-ბგერების,ლექსიკისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით შეიქმნას მისალოცი ბარათები ,რომელზეც გამოსახული იქნება ჯადოსნური ნაძვის ხე.ნაძვის ხის  სათამაშებიც ქართული ანბანის ასო-ბგერები იქნება(ასოები შეიძლება გაჩნდეს ფიფქებში ,ნათურებში). ნაძვის ხის ქვეშ ერთი თხრობითი ან ძახილის წინადადებით იწერება საშობაო მილოცვა.

რესურსები:საშუალო ზომის ფორმატი,ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები,ფერადი ფურცლები,წებო,მაკრატელი.

მიზნები:დავალება საახალწლო განწყობის შექმნასთან ერთად ემსახურება წინარე ცოდნის გააქტიურებას-ნაცნობი ასო-ბგერების,ლექსიკის,სინტაქსური კონსტრუქციების ,სასვენი ნიშნების გამოყენებას, ემოციების გამოხატვას,დაკვირვებისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას.

კავშირი ესგ-ს სტანდარტის შედეგთან: ქართ.დაწყ( I) 1,2,3,4,10,11

შედეგები:მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო ასოების გრაფიკულად გამოსახვა,მათი ამოცნობა ნაძვის ხეზე,მარტივი სიტყვებით წინადადების აგება,სათქმელისა და ემოციის გამოხატვა შესაბამისი სასვენი ნიშნების გამოყენებით.

გამოწვევა:ვინაიდან პატარები ბადეში წერას არიან დაჩვეულნი,ზოგიერთს წინადადების წერისას გაუჭირდა ასოთა სწორ რეგისტრში გამოსახვა.

 

 

https://www.facebook.com/100000784745380/videos/1235188214014690/


Комментариев нет: