воскресенье, 24 августа 2014 г.

ჩემს საყვარელ მოსწავლეებს!

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, ძალიან მომენატრეთ. იმედი მაქვს , რომ კარგად ისვენებთ და ისრულებთ ყველა იმ სურვილს, რომლებსაც  ვერ ასწრებდით სასწავლო პროცესის  დროს, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ეხმიანებით ფეისბუქითა  და სხვა  სოციალური ქსელის მეშვეობით, გარდა ამისა, იმაშიც არ  მეპარება ეჭვი რომ ბევრს კითხულობთ და  შიგადაშიგ გახსენდებათ ჩემი დარიგებები, ზოგიერთი თქვენგანი არ მივიწყებს , მირეკავს, რაც ძალიან მახარებს.ზოგიც რჩევას  მეკითხება, ესეც უზომოდ მსიამოვნებს.
იწურება ზაფხული და ჩემი ფიქრები თქვენკენ მოფრინავენ, ვგეგმავ , როგორ დავასრულო დაწყებული პროექტები, დავიწყო  ახალი კვლევები  და უფრო საინტერესო გავხადო სასწავლო  პროცესი.
მანამდე კი მივმართავ  მეათე პირველ კლასს, ველოდები დასრულებულ დავალებას პროექტ "სიმბოლისტებთან"  დაკავშირებით, მერვე მესამისგანაც ამავეს ველი, ვთხოვ მეთერთმეტე პირველ კლასს, რომ რამდნიმე საინტერესო ვიდეო მოამზადონ პროგრამა powtoon -ის საშუალებით.
თავს ძალიან არ  შეგაწყენთ, გელოდებით და ველი, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ცვლილებებს.ჩემი მხრიდან კი გპირდებით , ყველა დაპირების შესრულებას. მიყვარხართ!

Комментариев нет: