ახმეტელის თეატრის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ესეების კონკურსი თემაზე "ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ზეგავლენა მოზარდებზე".ჩვენმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა .შეირჩა სხვადასხვა კლასის რამდენიმე საუკეტესო ესე და გაიგზავანა ელფოსტაზე. ველოდებით შედეგებს.
"მაია მოგესალმებით,
თქვენი გადმოგზავნილი ესეები მიღებულია.
მადლობა თანამშრომლობისათვის!
პატივისცემით,
ელენე ბაბაკიშვილი "
XXI საუკუნე წარმოუდგენელია ინტერნეტისა
და სოციალური ქსელების
გარეშე. მათ უდიდესი ადგილი
უჭირავთ თითოეული ადამიანის
ყოველდღიურობაში. განსაკუთრებულ გავლენას კი მოზარდ თაობაზე
ახდენენ, რომლებიც სულ მცირე, დღის ერთ მესამედს კომპიუტერთან ატარებენ.
მოზარდის
ინტერნეტთან დაახლოებას უამრავი
ფაქტორი უწყობს ხელს. მაგალითად სკოლა: პროექტების გაკეთება
ხომ შეუძლებელია კომპიუტერის
გარეშე. ამასთან, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის
მოძიებაა შესაძლებელი და ბევრი ახალგაზრდა
თვლის, რომ წიგნი აღარ გვჭირდება.
რაც შეეხება მეგობრებთან უწყვეტ კავშირს,
ამაში სოციალური ქსელები
გვეხმარება. გასართობად კი კომპიუტერულ
თამაშებს მივმართავთ. , ამ ყველაფრის გათვალისწინებით
ახალგაზრდების ცხოვრება ვირტუალურ გარემოში მიმდინარეობს. ცოდნის მიღება
ინტერნეტით ხდება, მაგრამ ამ ცოდნას მალე ვივიწყებთ, იმ იმედით,
რომ საჭიროებისას „დავგუგლავთ“ და გავიხსენებთ. სოციალურ ქსელში ყოფნისას და კომპიუტერში თამაშისას რეალობის აღქმას ვკარგავთ. დრო შეუმჩნევლად გადის და ხშირად იმასაც ვერ ვამჩნევთ
როგორ შეცვალა დღემ ღამე.
მართალია
ინტერნეტსა და სოციალურ
ქსელებში ბევრი სასარგებლო
ინფორმაცია დევს და მათი საშუალებით
ბევრი რამ გამარტივებულია. ამასთან არსებობს
მარკ ცუკერბერგი, რომელიც სწორედ
ინტერნეტისა და სოციალური
ქსელის მეშვეობით მსოფლიოში
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია. მაგრამ ყველა ეს სარგებელი
თუ წარმატება ზომიერებას, სწორ გამოყენებას
მოაქვს.
მსოფლიო
შეშფოთებულია ინტერნეტდამოკიდებულთა რაოდენობით. რაოდენობით. ისინი მოსახლეობის
28,7%-ს შეადგენენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ პლანეტაზე
7 მილიარდი ადამიანია, ეს
არც თუ ისე პატარა რიცხვად
მოგვეჩვენება. ფსიქოლოგმა კიმბერლი
იანგმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ
ინტერნეტდამოკიდებულების გავრცელება ჰგავს პათოლოგიური აზარტულობის
გავრცელებას. ამასთან ბევრჯერ ყოფილა
შემთხვევები, როდესაც სოციალური ქსელის
გამო ადამიანი თვითმკვლელად
ან მკვლელად ქცეულა.
ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი
რამაა, მაგრამ ის არ უნდა გახდეს
მთელი ჩვენი ცხოვრება. ახალგაზრდებმა ახალგაზრდებმა
არ უნდა დახარჯონ
მასში ,,სასეირნოდ“ დრო, მაშინ
როცა შეუძლიათ ბევრი უკეთესი რამ გააკეთონ და ისწავლონ. და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს:
,,ტვინი, ეს ისეთი კომპიუტერია, რომელიც ყოველთვის
შენთან არის.“ (უმბერტო ეკო)
თამარ
პატარკაციშვილი
№29 საჯარო
სკოლა , XII კლასი
საზოადოების ნაწილი
მიიჩნევს ,რომ
სოციალური ქსელი და ინტერნეტი დიდ ზეგავლენას ახდენს მოზარდებზე.
სოციალური ქსელს
და ინტერნეტს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. აზრი ერთია, რომ ისინი დიდ გავლენას
ახდენენ მოზარდებზე.
სოციალური ქსელის
საშუალებით მოზარდები იღებენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ, აზიარებენ
თავიანთ გრძნობებს, ემოციებს, უკავშირდებიან თავიანთ მეგობრებს და აქვთ მათთან უწყვეტი
კონტაქტი. თუმცა მას უარყოფითი თვისებებიც აქვს: იმ შემთხვევაში, როდესაც მათთვის სოციალური
ქსელი მიუწვდომელია, ისინი იწყებენ ნერვიულობას (იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ სიახლეების
ნახვას) რის შედეგადაც ორგანიზმი ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, ეს ყველაფერი
კი ვლინდება გაღიზიანებასა და აგრესიაში. მოზარდი ბავშვების ფსიქიკა არასტაბილურია
და ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ისინი ხშირად ავლენენ ინტერნეტდამოკიდებულებას. ამ დაავადებას დიდი გავლენა აქვს მოსწალეების აკადემიურ
მოსწრებაზე, მსოფლმხედველობაზე. ეს არის საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური აშლილობაა,
რომელიც რთულად ექვემდებარება მკურნალობას და
არის მოზარდებში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი
მიზეზი.
განუსაზღვრელი დროით
ინტერნეტის გამოყენება, მათ ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს. სოციალური ქსელი უმეტეს
წილად უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოზარდთა ფსიქიკაზე.
ინტერნეტის დადებითი
თვისებები – კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის დროულად მიღება. ინტერნეტში განთავსებულია
მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსები. მოზარდს შეუძლია მოიძიოს და გადმოწეროს
საკუთარ კომპიუტერში სხვადასხვა სასწავლო მასალა შემდგომი გამოყენებისათვის.
ბრიტანეთის წამყვანი
სპეციალისტი ტვინის ფიზიოლოგიის სფეროშო, თავის ნაშრომში "მედიაინოვაციები, სოციალური
ქსელები და ადამიანის ცნობიერება" წერს:
"ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სოციალურ ქსელებს, ვიდრე რეალრ ცხოვრებას.
ცდილობენ აამაღლონ საკუთარი რეიტინგი. ისეთი რესურსები, როგორიცაა ფეისბუქი ზიანს აყენებენ
მომხმარებელს, როგორც ინდივიდს, ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ადამიანები წყვეტენ
საკუთარი ქმედებების გაკონტროლებას."
ბევრმა ფაქტორმა
შეუწყო ხელი სოციალური ქსელის და ზოგადად კომპიუტერის პოპულარიზაციას. დღეს ეს ყველაფერი
ასეა, ჩვენ "კომპიუტერის თაობა" ვართ, ინტერნეტის ტყვეები. ყველაფერს აქვს
დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნე სოციალური
მედიის ეპოქაა. ყველაფერი დროებითია, ასევეა ომპიუტერიც და სავარაუდოდ გამოჩნდება
"რაღაც" რაც შეძლებს კომპიუტერის ჩანაცვლებას.
არ არის აუცილებელი
მოზარდებს აუკრძალონ სოციალური ქსელით სარგებლობა, რადგან ეს მათთვის აუცილებელია,
შეიძლება ითქვას რომ ეს არის მათთვის ერთადერთი რამ, რითიც ეცნობიან სიახლეებს და უკავშირდებიან
თავიანთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. განუსაზღვრელი დროით კომპიუტერთან ჯდომა და ინტერნეტის
გამოყენება დაუშვებელია, მშობელმა უნდა განსაზღვროს დრო, რითიც შესაძლო სავალალო მდგომარეობას
აიცილებს თავიდან.
ანი პეტროსიანი
№29 საჯარო
სკოლა , VIII კლასი
ინტერნეტი და სოციალური ქსელი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე
ესე
ახდენს თუ არა უარყოფით ზეგავლენას ინტერნეტი და სოციალური ქსელები ახალგაზრდობაზე? ეს კითხვა, ხშირ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაგრამ ჩემი მოსაზრება კონკრეტულია. ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არამც თუ ცუდ ზეგავლენას არ ახდენენ, არამედ პირიქით, ბევრად უფრო პოზიტიურს ხდიან დღევანდელ ყოფას.
ალბათ, ძალიან არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ ინტერნეტმა მიაღწია იმას, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოს უდიდესმა გლობალისტმა, რადგან სოციალურმა ქსელმა უბრძოლველად შეძლო მაკედონელისეული უსაზღვრებო მსოფლიოს შექმნა. შესაბამისად არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის ინტერნეტი საჭირო, ვფიქრობ დღესავით ნათელია. "ფეისბუქი", "ტვიტერი", "გუგლი"... ეს არის, დროის მინიმალურ მონაკვეთში, შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალება. გარდა ამისა უსაზღვრო რაოდენობით ინფორმაციის მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი იმ პოზიტიურ სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც დღევანდელობა გვთავაზობს, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, საზოგადოების ნაწილი მასზე უარს ამბობს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ხშირად ერთი შეხედვით გვეჩვენება.
იმის გათვალისწინებით რომ მედალს ორი მხარე აქვს, რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვაც შეიძლება უარყოფით ჭრილში. ადამიანებისგან ძირითადად ვისმენ იმას, რომ ინტერნეტი ცუდია, რადგან მან ჩაანაცვლა ახალგაზრდობაში წიგნი, მოადუნა და გააზარმაცა ადამიანები. მე კი სოციალური ქსელის უარყოფით მხარეს სხვა კუთხით ვუდგები. მთავარი პრობლემა რის წინაშეც მან დაგვაყენა არის ის, რომ
გამოაჩინა თითოეული ადამიანის ნამდვილი სახე, და ის, თუ რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ქართველი ხალხი ერთმანეთის მიმართ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ხშირად ვხდებით თვითმხილველნი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ყალბი მონაცემებით, უცნობი, მაგრამ ამასთანავე საკუთარ საქმეში წარმატებული და პოპულარული ადამიანების უშვერი სიტყვებით გალანძღვა, ერთგვარი ბოღმის წარმოჩენა, რომელიც ფაქტობრივად უკვე ეროვნულ ღვარძლად იქცა.
მაგრამ მიუხედავად ზემოთ მოყვანილი კონტრარგუმენტებისა, დამოკიდებულების შეცვლა მაინც მიჭირს, რადგან ვფიქრობ, რომ წიგნის და ინტერნეტის შედარება, მათი აბსოლიტურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დანიშნულებისის გამო შეუძლებელია. ასევე მიჭირს საუბარი უმოქმედობაზე, რადგან თბილისის იტალიურ ეზოებში, ბავშვთა გამდმებული ჟრიამული ისმის. რაც შეეხება ჩემს მიერ დასმულ კონკრეტულ საკითხს, მასზე პრობლემის სტატუსის მინიჭება გამიჭირდება, რადგან ამ უკანასკნელმა თითქოს საზოგადოების დამალული ცოდვები გააშიშვლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ისღა დამრჩენია პირველ პოზიციას დავუბრუნდე და მსჯელობა კულმინაციისაკენ წავიყვანო. მთავარი, რატომაც ვფიქრობ რომ,ინტერნეტი უნიკალურია, ეს არის შესაძლებლობა მარტივად მოექცე აბრაამ მასლოუს პირამიდის მწვერვალზე, სადაც სამკუთხედ ჩარჩოში წერია ერთი სიტყვა - "თვითრეალიზაცია". სწორედ თვითრეალიზაციის საშუალებას იძლევა ინტერნეტი თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებით, რადგან ადამიანებს მარტივად შეუძლიათ, მომენტალურად გაუზიარონ თავიანთი მონაცემები, ნიჭი და პოტენციალი მთელს მსოფლიოს.ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ამერიკაში , ჯორჯიის შტატში, 9 წლის ბიჭმა დაუკითხავად „გაისეირნა“ მშობლების მანქანით
, აღმოჩნდა,რომ მან ინტერნეტით შეისწავლა მართვა და პრაქტიკულადაც განახორციელა.
ამრიგად, საბოლოოდ ვიტყვი იმას, რომ გასაგებია უფროსი თაობის პოზიცია. წლების გასვლის შემდეგ ალბათ, ჩვენც შვილების თაობაზე, აღშფოთებული სახით დავსვამთ რიტორიკულ შეკითხვას: "რა თაობა მოდის?!" ... თუმცა მანამ, სანამ აწმყო ჩვენ გვაბარია, ვფიქრობ მხოლოდ სიხარულით უნდა შევხვდეთ მის ინოვაციურ წინადადებებს და არ უნდა დავგმოთ ის. ამრიგად არსებობა მეტად შემსუბუქდება და ურთიერთობებც მეტად პოზიტიური იქნება!
მიქაძე მარი
№29 საჯარო სკოლა
, XII კლასი
ესე
21–ე საუკუნეში ცხოვრება ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გარეშე თითქმის შეუძლებელი გახდა. ამ უზარმაზარ ქსელში დიდწილად ჩართული არის ახალგაზრდა თაობა, თუმცა არც ზრდასრული ადამიანები ამბობენ უარს ასეთ კომფორტზე.
ამ თანამედროვე მიღწევებმა შეცვალა დროისა და სივრცის აღქმა, ის, რისი გაკეთებაც დღეს თითის მარტივი მოძრაობით წამებში არის შესაძლებელი წლების წინ მას დღეები და ზოგჯერ თვეებიც კი სჭირდებოდა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ზედმეტად დამოკიდებულია სოციალურ ქსელებზე. მათი ინტერესი და გამუდმებული ფიქრი ინტერნეტზე ხშირ შემთხვევაში უარყოფითად აისახება ადამიანის გონებასა და ფისიქიკაზე. მოსაზრებები სოციალური ქსელების შესახებ დამერწმუნეთ, რომ უამრავია, თუმცა ყველა განსხვავებული. თუ ადამიანები მხოლოდ ნეგატივს დაუკვირდებიან, რასაკვირველია დადებითი მხარე დაიჩრდილება, მაგრამ არ შიძლება ამ უნიკალური ნივთის უგულებელყოფა. პირვლ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ფართო გამოყენება ახალგაზრდა თაობისთვის და არა მარტო მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ინტერნეტი ეს არის უმოკლესი გზა ინფორმაციის მისაღებად, ან თუნდაც გასავრცელებლად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური ქსელები კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლობლებთან სწორედ ინტერნეტის წყალობით ურთიერთობს, მაგრამ არ არსებობს ნივთი, რომელსაც ნეგატივი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში კი ინტერნეტის უარყოფითი თვისებები ის არის, რომ კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. სოციალური ქსელის ინტენსიური გამოყენება იწვევს მხედველობის პრობლემებს და აზიანებს ნერვულ სისტემას, მაგრამ ეს იმდენად საყურადღებო არც არის, რადგან ინტერნეტი თინეიჯერებში გავრცელებული ერთ–ერთი საშუალებაა გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტს ჩვენთვის, რადგან სახლიდან გაუსვლელად, მარტივადაა შესაძლებელი მთელმა ქვეყანამ ან მსოფლიომ გაგიცნოს და შეგიყვაროს.
ამ არგუმენტებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ინტერნეტი და სოციალური ქსელები დადებით გავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე.
ამ თანამედროვე მიღწევებმა შეცვალა დროისა და სივრცის აღქმა, ის, რისი გაკეთებაც დღეს თითის მარტივი მოძრაობით წამებში არის შესაძლებელი წლების წინ მას დღეები და ზოგჯერ თვეებიც კი სჭირდებოდა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ზედმეტად დამოკიდებულია სოციალურ ქსელებზე. მათი ინტერესი და გამუდმებული ფიქრი ინტერნეტზე ხშირ შემთხვევაში უარყოფითად აისახება ადამიანის გონებასა და ფისიქიკაზე. მოსაზრებები სოციალური ქსელების შესახებ დამერწმუნეთ, რომ უამრავია, თუმცა ყველა განსხვავებული. თუ ადამიანები მხოლოდ ნეგატივს დაუკვირდებიან, რასაკვირველია დადებითი მხარე დაიჩრდილება, მაგრამ არ შიძლება ამ უნიკალური ნივთის უგულებელყოფა. პირვლ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ფართო გამოყენება ახალგაზრდა თაობისთვის და არა მარტო მათთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ინტერნეტი ეს არის უმოკლესი გზა ინფორმაციის მისაღებად, ან თუნდაც გასავრცელებლად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური ქსელები კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლობლებთან სწორედ ინტერნეტის წყალობით ურთიერთობს, მაგრამ არ არსებობს ნივთი, რომელსაც ნეგატივი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში კი ინტერნეტის უარყოფითი თვისებები ის არის, რომ კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. სოციალური ქსელის ინტენსიური გამოყენება იწვევს მხედველობის პრობლემებს და აზიანებს ნერვულ სისტემას, მაგრამ ეს იმდენად საყურადღებო არც არის, რადგან ინტერნეტი თინეიჯერებში გავრცელებული ერთ–ერთი საშუალებაა გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტს ჩვენთვის, რადგან სახლიდან გაუსვლელად, მარტივადაა შესაძლებელი მთელმა ქვეყანამ ან მსოფლიომ გაგიცნოს და შეგიყვაროს.
ამ არგუმენტებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ინტერნეტი და სოციალური ქსელები დადებით გავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий