დღეს, 27 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეიში" საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია
გაიმართა თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების
უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები,
სკოლის დირექტორები თბილისიდან
და რეგიონებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო
დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე დააჯილდოვეს ის მოსწავლეები ,რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში"ნაბიჯი თანადგომისკე". გამოცხადებული იყო ესეების, ვიდეორგოლებისა და ბლოგების კონკურსი.
ჩვენი სკოლის მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა დაიმსახურა ჟიურის სიმპათია და მოხვდა საუკეთესო ათეულში. სკოლიდან წარდგენილი იყო იდეის ავტორი მარიამ გოდერძიშვილი.

Комментариев нет:
Отправить комментарий