ალბათ, ყველამ იცით შოთა ნიშნიანიძის ულამაზესი ლექსი "აფხაზური კანტატა",სწორედ მერვე კლაში ისწავლება ეს მშვენიერი ნაწარმოები. გაკვეთილის დაწყებამდე ვისაუბრეთ იმ მტკივნეულ თემაზე, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. სამწუხაროდ,
კლასში ისხდნენ ისეთი ბავშვები , რომელთა ოჯახები აფხაზეთიდან იყვნენ დევნილნი. მათ თავიანთ კლასელებს უამბეს მშობლებისგან , ბებიებისა და ბაბუებისგან გაგონილი.
ბევრს თვალზე ცრემლი მოადგა. გავიხსენეთ ამ თემაზე დაწერილი სხვა ნაწარმოებები. ყველამ გულთან ახლოსმიიტანა ეს დიდი ტკივილი.
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მოსწავლეების მიერ ამ თმაზე დაწერილი რამდენინიმე თხზულება.

აფხაზეთი ჩვენი
ტკივილია
აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ბუნებითა და პატიოსანი, სტუმართმოყვარე ხალხით. არაერთმა პოეტმა მიუძღვნა ლექსი აფხაზეთის სილამაზეს, მათ შორის კი აღსანიშნავია გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, რომელშიც პოეტი წერს:

„გამარჯობა, აფხაზეთო შენი!
შავო ზღვაო, თეთრო სანატორია,
მომენატრა შენებური ეშხი,
შენს ტალღებზე მოფარფატე თოლია.“
საუკუნეების მანძილზე აფხაზები ქართველების მოძმე ხალხი იყო, ჩვენ შორის მუდამ ერთიანობა ,სიყვარული და მეგობრობა სუფევდა . ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში ვედექით. სწორედ ამ ერთიანობაზე საუბრობს შოთა ნიშნიანიძე ლექსში „აფხაზური კანტატა“. პოეტი ცდილობს უკეთ გადმოსცეს ის მჭიდრო კავშირი, რაც არსებობდა ქართველ და აფხაზ ერებს შორის. მაგალითად:

„ერთ ცას,ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.“
აფხაზებისა და ქართველების დამოკიდებულება მრავალი ქართველი პოეტისა და მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. ამ ორი ერის სიყვარული გამოხატულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ჰელადოში".
თუმცა, XX საუკუნის ბოლოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ძირეული გარდატეხა მოხდა, რამაც ერთმანეთს დააშორა ეს ორი სტუმართმოყვარე, მოძმე ხალხი. ამ განხეთქილებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსეთს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, იმისათვის, რომ მტრულად განეწყო აფხაზეთი ქართველი ხალხის მიმართ. სწორედ რუსეთის ასეთმა ქმედებამ გამოიწვია აფხაზეთის ოკუპაცია, რაც დღესდღეობით ქართველი ხალხისთვის მტკივნეულ თემად რჩება. ზოგიერთს იმედი არ აქვს აფხაზეთის დაბრუნების,თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით და მჯერა, რომ აფხაზეთი ადრე თუ გვიან საქართველოს შემადგენელი ნაწილი გახდება.
თორნიკე კენკებაშვილი

Комментариев нет:
Отправить комментарий