четверг, 14 апреля 2022 г.

14 აპრილი - დედაენის დაცვის დღე!

სსიპ  ქალაქ თბილისის  №29 საჯარო სკოლაში აღინიშნა დედაენის დაცვის დღე !




პროექტის სახელწოდება:  ,,ენა,მამული,სარწმუნოება!“

პროექტის მთავარი იდეა:  დედაენის დღის აღნიშვნა

პროექტის აქტუალობა:  გაეცნონ სხვადაცხვა საზოგადო მოღვაწეს, მათ გამონათქვამებს ქართულ ენაზე. გაიგებენ  რატომ აღინიშნება დედაენის დღე.

პროექტის მიზანები :   მოსწავლეებმა გაითავისონ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების აუცილებლობა, გაიგონ და დაიმახსოვრონ ისტორიები იმ სახელოვან წინაპრებზე, რომელთა დამსახურებითაც შემოვინახეთ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი, მშობლიური ენა. ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტების მომზადება და გამოვუმუშავოთ პრეზენტაციის უნარები.


პროექტის ფარგლებში სკოლის მერვეკლასელებმა მოაწყვეს კვირეული

  • ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ნაწარმოებების გაცნობა და გაანალიზება
  • კალირაფიის კონკურსი
  • ესეების კონკურსი "ქართული ენის მცველები"
  • კედლის გაზეთების პრეზენტაცია


14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

Комментариев нет: