პროექტის სახელწოდება | შატბერდული ხელნაწერებსი კვალდაკვალ |
პროექტის აქტუალობა | VIII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში, რუბრიკით „ნაწერი რჩება უკუნისამდე“, ცნობილი ენათმეცნიერის - ზ. სარჯველაძის - სამეცნიერო-პოპულარული წიგნიდან „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ წარმოდგენილია წინათქმა და ერთი ნაწილი: „სამი შატბერდული ხელნაწერის თავგადასავალი“. ეს რუბრიკა, აგრეთვე, აერთიანებს შემეცნებითი ხასიათის მცირე ტექსტებსა (რა არის ქორონიკონი, როგორ იცვლებოდა საწერი მასალა) და ლექსიკურ განმარტებებს „დედნის“, „ასლისა“ და „ოთხთავის“ შესახებ. ყოველივე ჩამოთვლილის გაცნობისას კლასში გაჩნდა ბევრი კითხვა, მაგალითად: გვაქვს თუ არა შატბერდულზე ადრინდელი ხელნაწერები? რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ქართული წერილობითი ნიმუშები? როდის შეიქმნა ქართული ანბანი? ხელნაწერებით მხოლოდ ბიბლიური წიგნებია შემონახული თუ სხვა ტექსტებიც? როდის გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი? და ა. შ., რამაც ცხადყო მოსწავლეთა დიდი ინტერესი ქართული დამწერლობის წარმოშობის, ხელნაწერი კულტურისა თუ ნაბეჭდი წიგნის ისტორიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით, VII კლასის პროგრამის შინაარსის ძირითად თემატიკაში შეტანილია „ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ. ქართული ენის ბუნება. ქართული ენის ადგილი მსოფლიო ენათა სისტემაში. ქართული ანბანი და მისი სახეები. ქართული და მისი მონათესავე ენები; ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები“ . შესაბამისად, VIII კლასში მოსწავლეებს არ აქვთ თუნდაც ზოგადი ინფორმაცია მშობლიური ენის ისტორიის შესახებ, რაც პრობლემაა; აქედან გამომდინარე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ცოდნის ჩამოყალიბება მოზარდებში, რომელთა მშობლიური ან სახელმწიფო ენა ქართულია, აუცილებელი საჭიროებაა. პროექტის თემატიკით განსაზღვრული საკითხების ჯგუფებში დამუშავების შედეგად მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას დამწერლობის ისტორიისა და კონკრეტულად ქართული დამწერლობის შესახებ; უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ძველი ქართული ხელნაწერების (სასულიერო და საერო ხასიათის) თაობაზე; აგრეთვე, საწერი მასალის ისტორიასა თუ უძველეს ქართულ ბეჭდურ გამოცემებთან დაკავშირებით; ამ ცოდნას პროექტის პრეზენტირებისას გაუზიარებენ ერთმანეთს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები განივითარებენ და დახვეწენ გუნდური, თანამშრომლობითი ურთიერთობის, სხვადასხვა წყაროში ინფორმაციის ძიებისა და ურთიერთშეჯერების, კითხვის სტრატეგიების შერჩევის, შემეცნებით, სააზროვნო, ანალიტიკურ, ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობისა და სასწავლო პროცესში მათი მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევებს; აგრეთვე, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ რეფერატული ხასიათის მოხსენების შექნის, მათი ვერბალური და საპრეზენტაციო უნარების განვითარება, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსწავლეთა დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, კერძოდ, ეროვნული კულტურისა და ფასეულობების მიმართ, რაც დაეხმარება მათ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში |
პროექტის მიზნები და ამოცანები |
|
пятница, 29 апреля 2022 г.
შატბერდული ხელნაწერების კვალდაკვალ
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий