понедельник, 30 мая 2022 г.

მეექვსეკლასელების შექმნილი იგავები

ანდაზების საფუძველზე ახალი იგავის დაწერა

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა ახალი იგავი ნაცნობი იგავის, „ძუნწისა და ოქროს“  შეგონების საფუძველზე?
  • რამდენად გამოვიყენო პერსონაჟი შეგონების წარმოსაჩენად?

 

კომპლექსური დავალების პირობა/შეფასების კრიტერიუმები

წარმოიდგინე, რომ მეიგავე ხარ  და იგავის, „ძუნწი და ოქროს“  შეგონების საფუძველზე დაწერე ახალი იგავი, რომლის მთავარი პერსონაჟი იქნება  ძუნწი ციყვი. გადაიკითხე ნამუშევარი მკითხველის თვალით, გაასწორე ხარვეზები და შექმენი საბოლოო ვერსია, შემდეგ გააფორმე ნახატებით ან სურათებით.

ნამუშევარში:

  • წარმოაჩინე პერსონაჟის, ძუნწი ციყვის ამბის დეტალები -სად და როგორ ცხოვრობს იგი, როგორი ურთიერთობა აქვს  მეზობლებთან;
  • წარმოაჩინე, რა მოხდა დასაწყისში, როგორ გაგრძელდა და რით დასრულდა ამბავი;
  • დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა იგავში გადმოცემულ ამბავსა და შეგონებას შორის;
  • დაიცავი აბზაცები, შეარჩიე სასვენი ნიშნები.

 

დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავია? (იგ. 1, 2, 3);
  • რამდენად იკვეთება შენს მინიშნებებში  პერსონაჟის  სიძუნწე?(იგ. 1, ტ2);
  • რომელი პერსონაჟი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ შეგონებას შენ იგავში?  რატომ ფიქრობ ასე? ( იგ. 1, 2, ტ.1);
  • რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)
  • რა სტრატეგიები გამოიყენე წერითი ნამუშევრის შედგენისას?  (ტ. 3).


Комментариев нет: