суббота, 27 декабря 2014 г.

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.

ალბათ, ყველამ  იცით  შოთა ნიშნიანიძის ულამაზესი ლექსი  "აფხაზური  კანტატა",სწორედ  მერვე კლაში  ისწავლება ეს მშვენიერი  ნაწარმოები. გაკვეთილის დაწყებამდე ვისაუბრეთ იმ მტკივნეულ  თემაზე, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. სამწუხაროდ,

მოსწავლეთა კონფერენცია „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“

დღეს, 27 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეიში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
 კონფერენციაზე დააჯილდოვეს ის მოსწავლეები ,რომლებმაც გაიმარჯვეს კონკურსში"ნაბიჯი თანადგომისკე". გამოცხადებული იყო ესეების, ვიდეორგოლებისა და ბლოგების კონკურსი.
ჩვენი სკოლის მიერ მომზადებულმა ვიდეორგოლმა დაიმსახურა  ჟიურის სიმპათია და მოხვდა საუკეთესო ათეულში. სკოლიდან წარდგენილი იყო იდეის  ავტორი მარიამ  გოდერძიშვილი.
ვულოცავ 29-ე საჯარო სკოლას ამ წარმატებას!

пятница, 12 декабря 2014 г.

მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია

2014  წლის 10,11,12 დეკემბერს მივიღე მოწვევა მასწავლებლთა მეორე ეროვნულ კონფერენციაზე. კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა პროექტმა გიორგი  შატბერაშვილის "საუკუნო საგზალმა".

среда, 26 ноября 2014 г.

ნაბიჯი თანადგომისკენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინიციატივით ქვეყნის  მაშტაბით დაიგეგმა ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი  კამპანია. "ნაბიჯი  თანადგომისკენ"
აღნიშნული კამპანიის  ფარგლრგლებში ერთ-ერთ  აქტივობას წარმოადგენს ესეების კონკურსი "ნაბიჯი თანადგომისკენ"




ნაბიჯი თანადგომისკენ


არა ძალადობას! ისმის ყველგან : პარლამენტში, ქუჩაში,ტელევიზიასა და სკოლაში . ვეთანხმები ამ მოსაზრებას ,მაგრამ მიმაჩნია, რომ მარტო სიტყვიერი პროტესტით არაფერი არ  გამოვა.
„სიტყვა  საქმის  გარეშე მკვდარია“- გვასწავლიდა იესო, ამიტომ იქნებ ქმედებით გამოგვევლინა ჩვენი დამოკიდებულება . დღეს  უამრავი ადამიანი განიცდის დისკრიმინაციას, ამაში დამნაშავე ,რა  თქმა უნდა, არის მოძალადე და მასთნ ერთად მთელი საზოგადოება, რადგან ყველაფერზე თვალს ხუჭავს. წმინდა ნიკოლოზ  სერბი  ქადაგებდა:“ არ  არსებობს დესპოტი მშიშარა ხალხის  გარეშე“ .

ესეების კონკურსი

ახმეტელის თეატრის ადმინისტრაციამ გამოაცხადა  ესეების კონკურსი თემაზე "ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ზეგავლენა მოზარდებზე".ჩვენმა სკოლამ მიიღო  მონაწილეობა .შეირჩა სხვადასხვა კლასის რამდენიმე საუკეტესო ესე და გაიგზავანა ელფოსტაზე. ველოდებით შედეგებს. 
"მაია მოგესალმებით,
თქვენი გადმოგზავნილი ესეები მიღებულია.
მადლობა თანამშრომლობისათვის!
პატივისცემით,
ელენე ბაბაკიშვილი "






    XXI  საუკუნე  წარმოუდგენელია  ინტერნეტისა  და  სოციალური  ქსელების  გარეშე. მათ  უდიდესი  ადგილი  უჭირავთ  თითოეული  ადამიანის  ყოველდღიურობაში. განსაკუთრებულ  გავლენას  კი  მოზარდ  თაობაზე  ახდენენ, რომლებიც  სულ  მცირე, დღის   ერთ  მესამედს  კომპიუტერთან  ატარებენ.

суббота, 20 сентября 2014 г.

მორიგეობის სია


ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ბადალაშვილი ანა
მეტრეველი მარი
მეტრეველი გიორგი
ლომიძე არჩილი
ასიტაშვილი გიგა
მარიამიძე მაგდა
ბურჯანაძე ანნა
ჩიტაიშვილი გიორგი
სადირინი სანდრო
ჯაჯანიძე გიორგი
ლაშხი თამარი
შერმადინი ნანა
ისადიზი ტიმორი
ცერცვაძე ნიკა
ბარბაქაძე ირაკლი
ხუთშაბათი
პარასკევი

ფირცხალაიშვილი მარი
ჩხიკვაძე ანა
მაისურაძე ლევანი
გეწაძე საბა
გოლაძე კოტე
ძიძიგური სოფო
იაკობაშვილი სოფო
გოგოხია სალომე
ბჟალავა ლევანი
გახუტიშვილი ვალერი
სიჭინავა გიორგი

вторник, 16 сентября 2014 г.

VIII კლასის 2014/2015 სასწავლო წლის თემატური გეგმა

X კლასის 2014/2015 სასწავლო წლის თემატური გეგმა

XII კლასის 2014/2015 სასწავლო წლის თემატური გეგმა

XI კლასის 2014/2015 სასწავლო წლის თემატური გეგმა

პირველი სემესტრის შემაჯამებელი წერების განრიგი VIII, X , XI.

07.10.2014
28.10.2014
18.11.2014
09.12.2014

четверг, 11 сентября 2014 г.

2014/2015 სასწავლო წლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პირველი სხდომა

განსახილველი საკითხესბი:
  1. კათედრის თავმჯდომარის არჩევა
  2. კაღდრის მდივნის
  3. საათების განაწილება
  4. შემაჯამებელი წერების თარიღის განსაზღვრა
  5. კალენდარულ გეგმებზე მუშაობა.
თავმჯდომარედ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა აირჩიეს ქალბატონი ცისანა გაბელაია, მდივნად - ფატმან ერისთავი.



воскресенье, 24 августа 2014 г.

ჩემს საყვარელ მოსწავლეებს!

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, ძალიან მომენატრეთ. იმედი მაქვს , რომ კარგად ისვენებთ და ისრულებთ ყველა იმ სურვილს, რომლებსაც  ვერ ასწრებდით სასწავლო პროცესის  დროს, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ეხმიანებით ფეისბუქითა  და სხვა  სოციალური ქსელის მეშვეობით, გარდა ამისა, იმაშიც არ  მეპარება ეჭვი რომ ბევრს კითხულობთ და  შიგადაშიგ გახსენდებათ ჩემი დარიგებები, ზოგიერთი თქვენგანი არ მივიწყებს , მირეკავს, რაც ძალიან მახარებს.ზოგიც რჩევას  მეკითხება, ესეც უზომოდ მსიამოვნებს.
იწურება ზაფხული და ჩემი ფიქრები თქვენკენ მოფრინავენ, ვგეგმავ , როგორ დავასრულო დაწყებული პროექტები, დავიწყო  ახალი კვლევები  და უფრო საინტერესო გავხადო სასწავლო  პროცესი.
მანამდე კი მივმართავ  მეათე პირველ კლასს, ველოდები დასრულებულ დავალებას პროექტ "სიმბოლისტებთან"  დაკავშირებით, მერვე მესამისგანაც ამავეს ველი, ვთხოვ მეთერთმეტე პირველ კლასს, რომ რამდნიმე საინტერესო ვიდეო მოამზადონ პროგრამა powtoon -ის საშუალებით.
თავს ძალიან არ  შეგაწყენთ, გელოდებით და ველი, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ცვლილებებს.ჩემი მხრიდან კი გპირდებით , ყველა დაპირების შესრულებას. მიყვარხართ!

вторник, 15 апреля 2014 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის " ბედი ქართლისა" და ისტორიული ფაქტორები

     დღეს(15/04/2014) საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გვქონდა. 
ჩემი (ქართული ენისა და ლიტერატური პედაგოგ მაია გელაშვილისა) და  ისტორიის პედაგოგ  ცისმარ გეწაძის  ხელმძღვანელობით.


გაკვეთილის   მთავარი თემა
ნ.ბარათაშვილის   ,,  ბედი  ქართლისა“ და ისტორიული ფაქტორები
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის /ების   სახელი, გვარი ართული  ენა  და   ლიტერატურა,    მაია გელაშვილი
ისტორია   ,   ცისმარ გეწაძე

пятница, 21 марта 2014 г.

პროექტი - "კარცერ - ლუქსი"

"ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა - სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი - ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის"